Google-ს თარგმანის პროგრამულ სისტემაში მომხდარი განახლების შედეგად ტელეფონის კამერის დახმარებით, თარგმანის განხორციელება 100 ენიდან გახდა შესაძლებელი. ინფორმაცია ოფიციალურ ბლოგ „Google Ukraine“-ზე გამოქვეყნდა.
„Google Ukraine“-ის ცნობით, „ყველაზე საინტერესოა ის, რომ თარგმნა ადრე მხოლოდ ინგლისურიდან სხვა ენაზე და პირიქით იყო შესაძლებელი. ახლა კი თარგმანის განხორციელება იმ 100 ენიდან არის ხელმისაწვდომი, რომელიც translate.google-ს სისტემით არის მხარდაჭერილი“.
ცდომილება თარგმანში 55-85%-ია. აქამდე translate.google-ს პროგრამით თარგმანის განხორციელება მხოლოდ 88 ენაზე იყო შესაძლებელი.