logo_geo
როგორ უნდა მოიხმაროთ კოღოს საწინააღმდეგო ფუმიგანტი ისე, რომ ბავშვის ან მოზარდის ჯანმრთელობა არ დააზიანოთ
- +

12 ივლისი. 2019. 17:51

 

კოღომ შეიძლება ყველაზე კომფორტულ კურორტზეც კი თქვენი დასვენება აუტანელი გახადოს. განსაკუთრებით მათი ნაკბენები პატარებს აწუხებს. ამიტომ თითქმის ყველა ოჯახში იყენებენ კოღოს საწინააღმდეგო საშუალებებს, მათ შორის- ფუმიგანტებსაც.

 

ამჯერად გაგარკვევთ, თუ როგორია სინამდვილეში ფუმიგანტების მოხმარების წესი. მათ უსაფრთხოების ზომების დაცვა სჭირდებათ, რაც ყველამ არ იცის.

 

ბევრს ჰგონია, რომ კოღო შუქზე მოფრინავს, მაგრამ ეს არასწორია. ისინი ადამიანისგან ან ცხოველისგან ინფრაწითელ გამოსხივებას გრძნობენ. დიდ როლს თამაშობს ოფლის სუნიც. უფრო სწორად, რძისმჟავას სუნი, რომელსაც ადამიანი გამოსცემს.

 

სხვათა შორის, უბრალო კოღოს ნაკბენი შეიძლება სხვადასხვა ვირუსის, მალარიისა და სხვა დაავადების გადამდები იყოს.

 

კოღოს საწინააღმდეგო ყველაზე გავრცელებული მეთოდი

 

დღეს უამრავი საშუალებაა კოღოსგან დასაცავი. ძირითადად ფუმიგანტი - ბოლის საფუძველზე „მომუშავე“. ერთი ასეთი ანტიმოსკიტური სპირალია. დაწვის შედეგად ის ანადგურებს მწერებს.

 

შემდეგი ჯგუფი ელექტროფუმიგანტებია - ისინი დენის წყაროში უნდა შეაერთოთ. გაცხელების/აორთქლების შედეგად კი კოღოებს კლავენ. თუმცა, მათ მოქმედების მცირე არეალი აქვთ - 12 მ2. და ის ერთ ოთახში რამდენიმე უნდა გამოიყენოთ.

 

მოხმარება:

 

ჩართეთ ან დაწვით კოღოს საწინააღმდეგო საშუალება ნახევარი საათით.

 

გააჩერეთ/გამორთეთ და გაანიავეთ ოთახი.

 

დახურეთ ფანჯრები

 

გაფრთხილება:

 

გახსოვდეთ, არ გააჩეროთ კოღოს საწინააღმდეგო საშუალება მთელი ღამითლ

 

არ გამოიყენოთ ბავშვების, ფეხმძიმეებისა და მეძუძური დედების გვერდით.

 

სხვათა შორის, ბევრ ადამიანს აქვს კოღოს საწინააღმდეგო საშუალებზე ალერგია. ამიტომ, კოღოსთან საბრძოლველად უმეტესობა ხალხურ მეთოდს ამჯობინებს.

 

კოღოს საწინააღმდეგო ხალხური საშუალება

 

მიხაკი - მშრალიც და მისი ზეთიც კოღოს „ებრძვის“. მეტად ეფექტიანია შემდეგი მეთოდი: 15-20 ცალ მიხაკს დაასხით 50 გრამი წყალი. ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში. გაგრილებული ზედ შეისხურეთ.

 

კოღოს აგრეთვე ებრძვის შემდეგი ბალახები:

 

ლავანდა,

 

მელისა,

 

ევკალიპტი,

 

პიტნა,

 

შაშკვლავი,

 

გერანი.

 

 

თუ ეთერზეთის ზედ წასმის იდეა არ მოგწონთ, სხვა ვარიანტიც არსებობს. ეთერზეთი მოათავსეთ პატარა მედალიონში და ყელზე ჩამოიკიდეთ. თუ სახლში არომალამპა გაქვთ, სისხლისმწოველებთან საბრძოლველად ისიც გამოგადგებათ.

 

კოღოებისგან დაგიცავთ არომატული მეთოდიც. ლიმონი შუაში გაჭერით. ჩაარჭვეთ მასში მიხაკები და ფანჯრის რაფაზე დადეთ.

 

ვანილი

 

მის სუნს მწერები ვერ იტანენ. ნახევარი სადილის კოვზ ვანილინს დაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, დაასველეთ მასში დისკი და წაისვით სხეულზე. აგრეთვე შეგიძლიათ, ვანილინი საბავშვო კრემში შეურიოთ და ისე წაისვათ.

 

ვალერიანის ძირი

 

ვალერიანის დაჩეჩქვილ ძირს დაასხით წყალი და 30 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ, გააგრილეთ და წაისვით სხეულზე. ამ მეთოდს მინუსიც აქვს. სისხლისმწოველისგან გათავისუფლდებით, მაგრამ კატებს ვეღარ მოიცილებთ.

 

 

როგორ დავიცავთ სახლი კოღოებისგან

 

კოღოებისგან თავის დაცვის უამრავი ხალხური მეთოდი არსებობს:

 

შაშკვლავი - ქოთნით ან ისე დადეთ რაფაზე, კართან. მისი სუნი სასიამოვნოა ადამიანისთვის და საფრთხე - კოღოსთვის.

 

ლავანდა - იგივე ეფექტი აქვს, რაც შაშკვლავს. ამასთანავე, მოგაცილებთ პეპლებსა და ჩრჩილს.

 

პიტნა -თუ რაფასა და კართან დადებთ, თქვენ მოიცილებთ: ჭიანჭველებს, ბუზებს და თაგვებსაც კი.

 

რა უნდა ქნათ, თუ კოღომ მაინც გიკბინათ?

 

არ მოიფხანოთ. წაისვით წყალში გახსნილი სოდა ან ნიშადურის სპირტი. შეგიძლიათ ნაკბენზე პიტნის ან ოხრახუშის ფოთოლი მიიდოთ. დამამშვიდებელი ეფექტი აქვს მაწონსა და კეფირსაც.

 

კოღოს წინააღმდეგ საბრძოლველი თანამედროვე საშუალებები:

 

ხმაურიანი შეტევა

 

არსებობს კოღოსთვის საშიში ხმის გამომცემი აგრეგატი. მის ხმას კოღო გაურბის და თქვენც მშვიდად ცხოვრების საშუალებას მოგცემთ. აგრეგატის ხმა ვრცელდება 30 მეტრის რადიუსში. ამასთანავე, მის ხმას ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. თუმცა, ამ ნივთსაც აქვს მინუსი. მას მუდმივად თან ვერ ატარებთ.

 

 

შუქის მანათობელი

 

არსებობს ულტრაიისფერ სხივზე მომუშავე ლამფა, რომლის შეხებაზეც კოღო კვდება. მისი მოქმედების ზონა 20-დან 90 მეტრამდეა. მისი მინუსი ისაა, რომ კოღოს შუქი მაინცდამაინც არ უყვარს, სითბოს გამოსცემს, მაგრამ ადამიანივით არც ოფლის სუნი აქვს და არც ამონასუნთქის. თუმცა, ასეთი შუქის მანათობელი ბუზებს, პეპლებსა და ქინქლებს მოგაშორებთ.

 

 

ანტიმოსკიტური სამაჯური

 

ის გაჟღენთილია ეთერზეთებით და თქვენთან კოღოს არ მოუშვებს. მინუსი მასაც აქვს. ის 200 საათი ძლებს და შეიძლება ალერგია მოგცეთ.

 

 

რომელია კოღოებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება

 

გამოკვლევით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 35 პროცენტი ფუმიგანტს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი ქიმიის სუნით იჟღინთება.

 

ხალხურ საშუალებების გამოყენებაზე კი იმ მიზეზით ამბობენ უარს, რომ ინგრედიენტების ყიდვა/მომზადება ეზარებათ.

 

სპრეისა და მალამოებს გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედი იყენებს. მეორე მეოთხედს კოღოები არ კბენენ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი