logo_geo
ათი მოგონება ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ
- +

14 ივლისი. 2019. 23:29

 

14 ივლისს დიდი ქართველი პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. გთავაზობთ 10 მოგონებას ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ, რომელიც ამოკრებილია „თან საკითხავის“ სერიით გამოცემული წიგნიდან „ვაჟა-ფშაველა. 156 ამბავი“.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს ასევე დაიბადნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ნოდარ დუმბაძე.

 

***

 

ერთგან სადღაც პირველად ნახეს ვაჟა და დიდის ამბით მოელოდნენ თურმე მის ნახვას. ვერ მოეხდინა საზოგადოებაზედ სასურველი შთაბეჭდილება თავისი გარეგნობით, რაც არ გამოეპარა მას  და სიცილით მიამბო ამაზედЖ

 

ირაკლი მეფისა და ხევსურის შეხვედრა მამაგონდაო. ერთმა ხევსურმა პირველად ნახა ირაკლი მეფე და ასე მიჰმართაოЖ

 

„შენ სახელ სჯობდის, მეფევ, შენ ნახვასაო“.

 

მელანია 9ნიკოლოზ ნათიძე0/მწერალი, პუბლიცისტი

 

***

 

მამა ყვარელში იყო წასული, იქ ეთქვათ სანადიროდ ნამყოფისთვინა, ცოლი მოგიკვდა,

 

წვრილშვილი ლოგინში ჩამსხდარი გიჟივისო...

 

ნეტა აქა ყოფილიყო, იქნება დედას ეცოცხლა!..

 

შინ რო მოსულა (მაგარი ყოფილა მამაი, ალბათ, ფიქრობდა გავერთო რამითაო, ჯავრმა არ მაჯობოს, ხალხმა არ შემატყოს ნაღველიო), აუღია ფანდური. უკრავს ამ ფანდურს და თან დამღერის:

 

 ნუ მოხვალ, თორო ინანებ, მოსვლაში არა ყრიაო...

 

თურმე დედას ეუბნებოდა, სანამ მაიყვანდა ჩარგალსა, რო შენ იქაურს ჯაფასა და ცხოვრებას ვერ შეურიგდებიო.

 

–        კიო, კიო, კიო!

 

–        დედასა... ნუ მოხვალ, თორო ინანებო, აი, მაგას აგონებდა კეკეს-დედასა.

 

გულქან რაზიკაშვილი/ვაჟა-ფშაველას ქალიშვილი

 

***

 

ვაჟას ეჯავრებოდა გრძელი სადღეგრძელოს თქმა. არ უყვარდა, აგრეთვე, ჩაის სმა და ბალიშზე თავის დადება, ცოდვაა, თავი დაიკარგება შიგო, ამიტომ უფრო მუთაქას ხმარობდა.

 

სოლომონ ყუბანეიშვილი/ლიტერატურათმცოდნე

 

***

 

ლუკამ ყველა საქმე იცოდა. დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა... იგი ძალიან ბეჩავად ცხოვრობდა. როგორც ჩვენ, მისი მეზობლები, ჩვეულებრივ ფშაველები ცხოვრობდნენ და შრომობდნენ, ისე მუშაობდა და ცხოვრობდა. ტანისამოსიც ჩვეულებრივ ფშაველზე კარგი არ ეცვა.

 

ვაჟა სახლში სტუმრად მყავდა. გავუბედეЖ – ლუკავ, კაცთსაკითხი კაცი ხარ, ჩვენზე უკეთესად

 

უნდა ცხოვრობდე. მდიდრული ტანსაცმელი უნდა გეცვას. ხომ შეგიძლიან, რატომ ჩინოვნიკად მაინც არსად დადგები-მეთქი. ლუკამ გაიცინა და მითხრაЖ

 

– ოსავ, ეგენი არ მადარდებს. თუკი თავი თან მახლავს, ღარიბად არ ვიხსენიები. ჯერ სულ სხვა საქმე მაქვს სადარდებელი. ჩემი ქვეყნის ბედი მაფიქრებსო.

 

ოსა ზურაბიშვილი/მწერალი, პუბლიცისტი

 

***

 

ვაჟამ თავისი „ოხუცის ნათქვამი“ მოგვიტანა „ივერიაში“ დასაბეჭდად. რედაქციაში შევიკრიბენით თანამშრომლები. ხელნაწერი წავიკითხეთ. მკითხველის მოვალეობა

 

კისრად ედვა გიგა ყიფშიძეს, რომელსაც რედაქციის მედავითნეს ვეძახდით. გიგამ

 

თავისებურად, გრძნობით გადააბულულა.

 

– გიგა, აბა, ერთი კიდევ გადაიკითხე, – ეუბნება ილია. გიგამ გადაიკითხა. ილია დიდხანს ჩაფიქრებული იჯდა. ეტყობოდა, დიდი შთაბეჭდილება იქონია წაკითხულმა, მერე თითქოს ძილიდგან გამოერკვაო, ილიამ აღტაცებით წამოიძახა შემდეგი სიტყვებიЖ

 

– არა, ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავსდვათ1 გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ1

 

იაკობ მანსვეტაშვილი/მწერალი, პუბლიცისტი

 

***

 

ქალაქიდან მომავალ ლუკას გზაზე ბავშვები შემოეხვეოდნენ ხოლმე. იცოდნენ მისი ჩვეულება: გახსნიდა ხურჯინს და მთელ მუჭა კანფეტს ბავშვებს დაუყრიდა.

 

ერთხელ სახლში მომავალ ლუკას ბესო შანიძესთან შეუხვევია 9მედუქნე იყო0, მაგიდაზე კანფეტები შეუმჩნევია, ამდგარა და ეზოში თავმოყრილი ბავშვებისათვის გადაუყრია.

 

ამის შემდეგ შანიძე, მომავალ ლუკას რომ დაინახავდა, კანფეტებს დამალავდა ხოლმეЖ

 

– არიქა, მოდის ფშაველი დევი, კანფეტები დამალეთო.

 

თამარ დიდებაშვილი/ვაჟა-ფშაველას მეორე მეუღლე

 

***

 

ერთხელ, ნადირობის დროს, ვაჟამ მიზანში ამოიღო ჯიხვი, მაგრამ ვხედავ, დგას და არ ესვრისЖ ვაჟა ისე მოეხიბლა ჯიხვს თავისი სილამაზით, რომ დავიწყებოდა თოფის სროლა.

 

– რა ჰქენი, რატომ დააცდინე-მეთქი1 – შევუძახე ვაჟას.

 

– შემეცოდა, – დინჯად მითხრა ლუკამ და დამიზნებული თოფი ძირს დაუშვა.

 

ბეკურ ბაჩიაშვილი/ვაჟა-ფშაველას ნათლიმამა

 

***

 

იმ დროს დიდ მოდაში იყო ნიცშე თავისი „ზეკაცით“ და ვაჟა ეუბნებოდა შანშიაშვილსЖ „ხერხემალგამოფიტული ევროპელი ფილოსოფოსი, შენი ნიცშე, ჩვეულებრივი ნაცარქექიაა.

 

აზვიადებს ყველაფერს, რაც თვითონ არ მოეპოვებაო“.

 

შიო მღვიმელი/საბავშვო პოეტი

 

***

 

ვაჟას ერთი ანეკდოტი ძალიან უყვარდა, ხშირად ამბობდა ხოლმეЖ „ერთხელ ორი კაცი შევიდა მაღაზიაში. ერთს ჩოხის ყიდვა უნდოდა. აირჩია ჩოხა და ფასი ჰკითხა. ვაჭარმა თოთხმეტი მანეთი დაუფასა. მყიდველმა მაშინვე ამოიღო თოთხმეტი მანეთი და დაუთვალა ვაჭარს. მეორე კაცმა უსაყვედურაЖ რა გეჩქარებოდა, შე კაცო, ფულის მიცემა. შევაჭრებოდი, იქნებ, ფასს დაგიკლებდაო. აბა, რამდენს დამიკლებდა. ერთ-ორ მანეთს. მეტს ხომ არ დამიკლებდა, ახლა კი გულზე გასკდება, რატომ მეტი არ დავუფასეო“. ეტყობოდა ანეკდოტი თვითონაც მოსწონდა და ყოველთვის გულიანად იცინოდა.

 

ნინო ნაკაშიძე/მწერალი, ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორი

 

***

 

წერილი  მიხეილ ლობჟანიძეს

 

ძმაო მიშო!..

 

აკაკის დაკრძალვა დიდებული იყოო – მწერ. დარწმუნებული ვარ, ფიცი არაა საჭირო. ჩვენის მოღვაწეების დამარხვაში ქართველები დიდ ნიჭსა და უნარს ვიჩენთ, ხოლო სიცოცხლის დროს იმათ დაფასების უნარისა რა მოგახსენო; ჩემთვის, მაგალითად, დასაკრძალავი ალაგი

 

ოცი წელია მას შემდეგ, რაც დაინიშნა და შემოიფარგლა, ხოლო ამ ოცი წლის განმავლობაში

 

სად, როგორ ვცხოვრობ, არავინ იცის. ასეა, რა გაეწყობა, ყველაფერს თავისი დრო და გამოცდილება უშველის და გაასწორებს მრუდად ნაჩორგნს საქმეს...

 

შენი პატივისმცემელი ვაჟა

 

1915 წ., 15.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი