logo_geo
ილონ მასკის კომპანია შეეცდება, შექმნას ჩიპი, რომლითაც მობილურის გონებით მართვას შეძლებთ
- +

17 ივლისი. 2019. 12:37

 

 

კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ილონ მასკის კომპანია „Neuralink“-მა საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რომლის მიხედვითაც, მეცნიერები შეეცდებიან, შექმნან ისეთი მოწყობილობა, რომლითაც მომხმარებლები სმარტფონის მართვას ხელის გარეშე, გონებით შეძლებენ.

 

„Thenextweb“-ის ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე პატარა ზომის პროცესორების შექმნაზე მუშაობს. მოწყობილობას თმის ღერზე წვრილი ძაფები ექნება მიმაგრებული, რომლებიც ადამიანის თავის ქალას დაუკავშირდება.

 

 

მოწყობილობა სახელწოდებით „Link“ ადამიანებს ყურის უკან დაუმაგრდებათ და მისი საშუალებით iPhone-ის კურსორსა და კლავიატურას გონებით მართავენ. 

 

„Neuralink“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოწყობილობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებსაც დაეხმარება. ჯერჯერობით უცნობია, როდის იქცევა აღნიშნული იდეა რეალობად.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი