logo_geo
საქართველოს 4 ქალაქში ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები ნორმას აჭარბებს
- +

17 ივლისი. 2019. 14:03

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მონიტორინგს განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვების შედეგად კი ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებმა ნორმას გადააჭარბა.

 

9 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.თბილისში, წერეთლის გამზირზე 1,3-ჯერ,

10 და 12 ივლისს ქ. რუსთავში 1,1-ჯერ, ხოლო 11 ივლისს ისევ ქ.რუსთავში - უმნიშვნელოდ.

13, 14 და 15 ივლისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე და ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ.

ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.

 

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები ქალაქში ოთხ ადგილზე აიღეს: პეკინის გამზ. მე-2 კვ. ბაგა-ბაღი N74; კიევის ქ.N4, საჯარო სკოლა N30; კიევის ქ. N2, საბავშვო ბაგა-ბაღი; ჩიტაიას ქ.N 69, საბავშვო ბაგა-ბაღი. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ადგილზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

 

 

big_banner
არქივი