logo_geo
300 წლის წინ დაკარგული ხომალდი დღეს მუზეუმის ექსპონატია
- +

19 ივლისი. 2019. 12:51

 

 

საზღვაო ხომალდი „ვაზა“ XVII საუკუნის შვედური საბრძოლო გემია, რომელიც ზღვაში 1628 წელს ჩაუშვეს. დღეს ის სპეციალურად მისთვის აგებულ მუზეუმში ინახება.

 

ხომალდი შვედეთის მეფე გუსტავუს ადოლფუსის სახელზე აიგო და სახელწოდება იმ დროის შვედეთის სამეფო გვარი ვაზას მიხედვით მიიღო.

 

 

როგორც ყველაზე მძლავრი და ძვირადღირებული ხომალდი, „ვაზა“ შვედეთის სამეფო ფლოტის ფლაგმანი უნდა გამხდარიყო, თუმცა კონსტრუქციაში დაშვებული შეცდომების გამო ხომალდი დაახლოებით ერთი საზღვაო მილის (2 კმ) გავლის შემდეგ 1628 წლის 10 აგვისტოს გადაბრუნდა და სტოკჰოლმის ყურის სიახლოვეს ჩაიძირა.

 

 

1961 წელს ხომალდი ზღვიდან ამოიღეს და მისთვის განკუთვნილ მუზეუმში განათავსეს. „ვაზა“ დღეისთვის შემორჩენილი მსოფლიოში ერთადერთი XVII საუკუნის აფროსანი ხომალდია.

 

 

 

 

big_banner
არქივი