logo_geo
კვლევა: უყვართ თუ არა ძაღლებს და კატებს მათი პატრონები
- +

21 ივლისი. 2019. 19:41

 

 

ადამიანებს თავიანთი შინაური ცხოველები რომ ძალიან უყვართ და მათ გამო ბევრ რამეზე არიან წამსვლელები ეს ცნობილია, თუმცა ბევრ ადამიანს დაუსვამს შეკითხვა „რამდენად ძლიერად ვუყვარვართ შინაურ ცხოველებს?“. როგორც გერმანული გამოცემა Die Welt წერს, შედარებით უფრო მეტი სიმპათიით ადამიანების მიმართ ძაღლები გამოირჩევიან.

 

ძაღლების ქცევის შესასწავლად არა ერთი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლები აქტიურად ეძებენ ადამიანებთან სიახლოვეს, რაც მათ ბიოლოგიურ პროცესებშიც კი აისახება.

 

მაგალითად, როდესაც ადამიანი ძაღლს ეფერება, მისი არტერიული წნევა დაბლა იწევს. ძაღლები ასევე განიცდიან პატრონებთან დაშორებას - მათ შიშისა და ტკივილის გრძნობა უჩნდებათ. ეს ყველაფერი ჰორმონალურ მდგომარეობაზეც ისახება. საუბარია ჰორმონ ოქსიტოცინზე, რომელსაც „სიყვარულის მოლეკულასაც“ ეძახიან.

 

„ყველა ძუძუმწოვარში ეს ჰორმონი გამოიყოფა მაგალითად მაშინ, როდესაც სექსუალურ აღგზნებადობას გრძნობენ. თუმცა ამ ჰორმონის დონე ასევე იზრდება მაშინაც, როდესაც საყვარელ ადამიანს ვხედავთ, განსაკუთრებით კი თუ ის ახლო ნათესავია. ძაღლების შემთხვევაში საინტერესოა, რომ მათ ოქსიტოცინი გამოეყოფათ არა მხოლოდ ძაღლებთან, არამედ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც. ძუძუმწოვრებს შორის ასეთი რამ კი იშვიათი შემთხვევაა", - წერია სტატიაში.

 

სტატიის თანახმად, დაახლოებით მსგავსად რეაგირებენ კატებიც. კლერმონტ-გრედუეთის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ კატებს ოქსიტოცინის დონე ეზრდებათ, როდესაც მათ პატრონები ეფერებიან, თუმცა ძაღლებისგან განსხვავებით, კატის ორგანიზმში ამ დროს ხუთჯერ ნაკლები ოქსიტოცინი გამოიყოფა.

 

„გამოდის, რომ კატებს ხუთჯერ უფრო ნაკლებად ვუყვარვართ, ვიდრე ძაღლებს", - წერს სტატიის ავტორი პოლ ზაკი.

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ კატებსა და ძაღლებს ადამიანებთან ერთგვარი ოჯახური კავშირები აქვთ. რა თქმა უნდა, საუბარი ეროტიკულ სიყვარულს არ ეხება:

 

„მიუხედავად იმისა, რომ ძაღლებს „ლტოლვა აქვს ჩვენი ფეხების მიმართ“, ეს სექსუალურ მიზიდულობასთან არანაირ კავშირში არაა“, - წერია სტატიაში.

 

ამგვარად, ძაღლები და კატები ადამიანებში მათ პოტენციურ პარტნიორს არ ხედავენ, არამედ ადამიანების მიმართ დაახლოებით ისეთივე გრძნობა აქვთ, როგორიც ჩვენ გვაქვს მშობლებისა თუ ოჯახის წევრების მიმართ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი