logo_geo
ხმელთაშუა ზღვაში 1968 წელს ჩაძირული ფრანგული წყალქვეშა ნავი იპოვეს
- +

22 ივლისი. 2019. 15:07

 

ხმელთაშუა ზღვაში, საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროსთან 1968 წელს ჩაძირული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორანს პარლი წერს. „Le Monde“-ის ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი ქალაქ ტულონიდან 45 კილომეტრში, 2350 მეტრის სიღრმეზე იპოვეს.

 

„Minerve“-ის ტიპის წყალქვეშა ნავი 1968 წლის 27 იანვარს ჩაიძირა. ავარიის დროს მის ბორტზე 52 ადამიანი იმყოფებოდა. ჩაძირვის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. სხვადასხვა ვერსიით, ის შეიძლება რაკეტის აფეთქების, შეჯახების ან ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩაძირულიყო. წყალქვეშა ნავი მცირე სიღრმეზე მიცურავდა და 4 წუთში ჩაიძირა.

 

საფრანგეთის ხელისუფლება ნავს 1968 და 1969 წლებში ეძებდა, თუმცა მის კვალს ვერ მიაგნო. 50 წლის შემდეგ გარდაცვლილი მეზღვაურების ნათესავებმა ხელისუფლებას სამძებრო სამუშაოების განახლება სთხოვეს.

 

ნავის ძებნა 2019 წლის თებერვალში განახლდა, მასში საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები და ოკეანოგრაფიული ინსტიტუტი „Ifremer“ მონაწილეობდნენ. 16 ივლისს მათ კერძო ამერიკული კომპანია „Ocean Infinity“ შეუერთდა, რომლის გემმაც 2018 წელს არგენტინული წყალქვეშა ნავი „სან-ხუანი“ იპოვა. ფრანგული წყალქვეშა ნავიც „Ocean Infinity“-ის გემმა წყალქვეშა უპილოტო აპარატების საშუალებით აღმოაჩინა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი