logo_geo
მეცნიერებმა მაგნიტური სითხე შექმნეს
- +

26 ივლისი. 2019. 10:59

 

მეცნიერებმა მყარი მაგნიტების მონათესავე სითხე შექმნეს. რომელიც რკინის ოქსიდის ნაწილაკებისგან შედგება, წერს „techcult“. 

 

სითხის მაგნიტური თვისება სხვა მაგნიტების გავლენით გარკვეული დროით ვლინდება. აშშ-ის ბერკლის სახელობის ნაციონალური ლაბორატორიის მეცნიერები აცხადებენ, რომ სითხის შექმნა ელექტრონიკის და რობოტექნიკის სფეროში ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

 

მეცნიერებმა მაგნიტური სითხის მონაცემების შესწავლისას დაასკვნა, რომ რკინის ოქსიდის ნანონაწილაკები სხვა მაგნიტის მოქმედებაზე რეაგირებდნენ. ზოგიერთი მათგანი კი სითხის ზედაპირზე ჯგუფდებოდა და მაგნიტურ ღრუბელს ქმნიდა.

 

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ფეროსითხის გამოყენება შესაძლებელია ხელოვნური უჯრედების შესაქმნელად, რომლებიც მაგნიტურ რობოტებს მართავენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი