logo_geo
როგორ გადაარჩინა ოსაკას მოსახლეობამ 700 წლოვანი ხე მოჭრას
- +

17 თებერვალი. 2017. 20:10



იაპონიის ქალაქ ოსაკას ერთ-ერთ გარეუბანში არის რკინიგზის სადგური, რომელიც თავისი მაგალითით ადასტურებს იმას, რომ ადამიანსა და ბუნებას შეუძლიათ ჰარმონიული თანაცხოვრება. ამის მთავარი ნიმუშია რკინიგზის სადგურში მდგარი 700 წლოვანი ქაფურის ხე, რომელიც ბაქნის პლატფორმაზე ამაყად დგას. სახელმწიფო მოხელეები ვარაუდობენ, რომ ამ ხეს განსაკუთრებული ისტორია აქვს, რასაც ადაგილობრივი მოსახლეობის ცოტაოდენი ცრურწმენა ემატება.



„​კაიასიმის" სადგური 1910 წელს აშენდა. თუმცა, 60 წლის შემდეგ, მოსახლეობის მატების გამო, საჭირო გახდა სადგურის გაფართოება. პროექტი 1972 წელს დამტკიცდა. ხე უნდა მოეჭრათ, რათა მშენებლობისთვის ადგილი გაეთავისუფლებინათ. მაგრამ, ვინც კი ეცდებოდა ხის მოჭრას, რაიმე უბედურება ატყდებოდა თავს. მაგალითად, ერთი ადამიანი, რომელმაც ხეს ტოტი მოაჭრა, იმავე საღამოს სიცხემ აუწია. სხვებმა დაინახეს კვამლი, რომელიც ხის ქვედა ნაწილიდან მოდიოდა.


​როდესაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეიტყეს, მათ საყვარელ ხეს რასაც უპირებდნენ, აღშფოთდნენ და ხის განსაკუთრებულობის შესახებ ლეგენდების გავრცელება დაიწყეს. საბოლოოდ სახელმწიფო მოხელეები დათანხმდნენ ახალი პლატფორმის პროექტის გადაკეთებას და ხე ნაგებობის დიზაინში მოაქციეს. მშენებლობა 1973 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა. ქაფურის ხეზე დღემდე ზრუნავენ ადგილობრივები და მისთვის პატივის მისაგებად სადგურზე, პატარა სივრცეც კი გამოყვეს.




 

 

 

 

 

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი