logo_geo
სენსაცია მედიცინაში! - პრეპარატი, რომელიც კიბოს ბოლო სტადიას კურნავს
- +

31 ივლისი. 2019. 02:22

 

 ბრიტანელმა მეცნიერებმა, კიბოს ბოლო სტადიის განკურნების ახალი პრეპარატი აღმოაჩინეს.

 

კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში პრეპარატი, სხვა თერაპიებისგან განსხვავებით, გასაოცარ შედეგებს აჩვენებს.

 

კიბოს იმუნოთერაპიის ინსტიტუტის ამერიკელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ პრეპარატ ნივოლუმაბიზე (ანტი-PD-1), წარმატებული გამოკვლევები ჩაატარეს. 

 

პრეპარატი გამოყენებულ იქნა, თირკმლის უჯრედული კარცინომის, მელანომის, ან ფილტვის მცირე ზომის უჯრედული კიბოს და სხვა პროგრესირებად დაავადებებთან საბრძოლველად.

 

წამლის კვლევაში, 270 ადამიანი მონაწილეობდა. წლების განმავლობაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, რომლებიც იყენებენ პრეპარატ ნივოლუმაბის (nivoluumab) გადარჩენის მეტი შანსი აქვთ. დასკვნები გაკეთდა სხვა თერაპიებთან შედარებით - კინაზას ინჰიბიტორები, ქიმიოთერაპია და ბიოლოგიური თერაპია.

 

ქიმიოთერაპია, კიბო, ონკოლოგია

 

კანის კიბოს მეოთხე სტადიის დიაგნოზის ჩვეულებრივი თერაპიის დროს, გადარჩენის მაჩვენებელი 5% იყო, ხოლო ფილტვების მცირე ზომის კიბოსი - 6%.

 

პრეპარატ ნივოლუმაბიმ, მელანომის მქონე პაციენტებში, გადარჩენის 34,2 პროცენტი შეადგინა, 27,7 პროცენტი -  თირკმლის უჯრედების კიბოზე და 15.6 პროცენტი - ფილტვების კიბოზე.

 

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, პრეპარატი ბლოკავს მოლეკულის PD-1 მოქმედებას. ეს უკანასკნელი ერევა უჯრედებში, რომლებიც ებრძვიან კიბოს.

 

შეგახსენებთ, რომ მალაიზიის მეცნიერებმა გამოკვლევის შედეგად გაარკვეს, თუ რა პროდუქტები იწვევს კიბოს. როგორც აღმოჩნდა, კიბოს დაავადებებზე უარყოფითად აისახება შოკოლადის ნამცხვარი (brownies) , მაფინები, ცხელი შოკოლადი და ტკბილი სასმელები.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი