ჰარვარდის და მონრეალის უნივერსიტეტების მეცნიერებმა შექმნეს წებოვანი ფირფიტა, რომელიც ჭრილობას სწრაფად ახორცებს.
წებოვანი ფირფიტა სპეციალურ ჰიდროგელს შეიცავს. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფირფიტის წებოვნების უნარი, აქამდე არსებულს 10-ჯერ აღემატება. მას არ სჭირდება დამატებითი ფიქსაცია. პასიურ რეჟიმში შეუძლია ჭრილობის 45%-ის დაფარვა.
მეცნიერებს ასევე შეუძლიათ წებოვანი ფირფიტის ჰიდროგელის კონცენტრაციის შეცვლა, რადგან სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ტემპერატურა განსხვავებულია. ამიტომ ფირფიტის დამუშავება გრძელდება, რათა იდეალური ვარიანტი მიიღონ.