logo_geo
წებოვანი ფირფიტა, რომელიც ჭრილობის შეხორცებას აჩქარებს
- +

31 ივლისი. 2019. 03:03

 

ჰარვარდის და მონრეალის უნივერსიტეტების მეცნიერებმა შექმნეს წებოვანი ფირფიტა, რომელიც ჭრილობას სწრაფად ახორცებს.

 

წებოვანი ფირფიტა სპეციალურ ჰიდროგელს შეიცავს. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფირფიტის წებოვნების უნარი, აქამდე არსებულს 10-ჯერ აღემატება. მას არ სჭირდება დამატებითი ფიქსაცია. პასიურ რეჟიმში შეუძლია ჭრილობის 45%-ის დაფარვა.

 

მეცნიერებს ასევე შეუძლიათ წებოვანი ფირფიტის ჰიდროგელის კონცენტრაციის შეცვლა, რადგან სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ტემპერატურა განსხვავებულია. ამიტომ ფირფიტის დამუშავება გრძელდება, რათა იდეალური ვარიანტი მიიღონ.

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი