logo_geo
თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ, საფრთხის შესამცირებლად ამ უებარ ხერხებს გაეცანით
- +

31 ივლისი. 2019. 23:10

 

 

ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენი, გარდა იმისა რომ მტკივნეულია, ხშირად ის საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც ხდება. განსაკუთრებული საფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როდესაც ფუტკარი ან კრაზანა ბავშვს და ალერგიურ ადამიანს კბენს. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომლებიც კბენის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ.

 

  1. დანის ან რაიმე ბასრი პირის დახმარებით ეცადეთ ნესტარი კანიდან გამოდევნოთ. გამოადინეთ სისხლიც. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მოახერხოთ, რომ შხამმა სისხლში გახსნა ვერ მოასწროს.
  2. სოდა გახსენით ცოტა წყალში და საფენი ნაკბენ ადგილას დაიდეთ.
  3. ძალიან კარგია ნაკბენზე თუ სველი თამბაქოს დაიდებთ. მას ფუკრის შხამი გამოაქვს, თუმცა ეცადეთ ნატურალური თამბაქო იყოს და არა ЭლაითიЭ სიგარეტის.
  4. ძალიან ეფექტურია მრავალძარღვაც. გარეცხეთ მისი ფოთლები, შემდეგ დაღეჭეთ და ნაღეჭი დაიდეთ ნაკბენ ადგილზე. ტკივილსაც გააყუჩებს და სიწითლესაც დააცხრობს.
  5. ფუტკრის ნაკბენზე კარგია ახალი ოხრახუშის წვენი.
  6. შესიება ჩაცხრება, თუ კბენისთანავე ვალიდოლს წაისვამთ ნაკბენ ადგილას.
  7. თუ დაგკბინათ ფუტკარმა, ბზიკმა, კრაზანამ, უპირველესად შეეცადეთ ამოიღოთ ნესტარი, შემდეგ გაწითლებულ და შესიებულ ადგილზე დაიდეთ ცივი კომპრესი (1 ჩ/სოდა ნახევარ ჭიქა წყალზე) ქავილის შესამცირებლად წაისვით ძმარი, ლიმონის წვენი ან ნიშადურის სპირტი.
  8. მაშინვე გაფცქვენით და გაჭერით ნიორი და დაიდეთ ნაკბენზე.

 

ამ ყველაფრის გარდა, სასურველია ანტიჰისტამინური საშუალებაც მიიღოთ, რათა ალერგიული რეაქციები მინიმუმამდე შეამციროთ.

 

 

big_banner
არქივი