logo_geo
A ვიტამინი კანის კიბოს რისკს ამცირებს
- +

1 აგვისტო. 2019. 18:39

 

აშშ-ში ბრაუნის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ A ვიტამინის მიღება კანის სკვამოზური უჯრედის კიბოს რისკს ამცირებს. კვლევაში 125 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათი საშუალო ასაკი 50 წლამდე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress ავრცელებს.

 

მონაწილეებმა მკვლევრებს მიაწოდეს ინფორმაცია მათი კვების რაციონისა და საკვების დანამატების შესახებ. კვლევაში მონაწილე 4 ათასამდე ადამიანს შემდეგი 25 წლის განმავლობაში კანის კიბო განუვითარდა.

 

აღმოჩნდა, რომ A ვიტამინის მაღალი დონე კანის ავთვისებიანი კიბოს რისკს თითქმის 15%-ით ამცირებს, ამ ვიტამინს ორგანიზმი დიდწილად საკვებიდან იღებს. მას შეიცავს ბარდა, სტაფილო, ბროკოლი, ტკბილი წითელი წიწაკა, ისპანახი, რძის პროდუქტები, თევზი, ხორცი. მაგრამ მეცნიერების რჩევაა, რომ დღიურად A ვიტამინის 10 ათასზე მეტი საერთაშორისო ერთეული (IU) არ მივიღოთ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი