logo_geo
„ჰარი პოტერის“ პირველი გამოცემა 34,5 ათას დოლარად გაიყიდა
- +

1 აგვისტო. 2019. 20:24

 

ჯოან როულინგის წიგნის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ პირველი გამოცემის ეგზემპლარი Hansons-ის აუქციონზე 34,5 ათას დოლარად გაიყიდა, - ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

1997 წელს გამოცემულ წიგნში 2 სარედაქციო შეცდომაა. მეპატრონეს წიგნი 20 წლის განმავლობაში თაროზე ედო, თუმცა მას შემდეგ, რაც სახლის გასარემონტებლად ფული დასჭირდა, თავისი ბიბლიოთეკის გაყიდვა გადაწყვიტა და მის შესაფასებლად ექსპერტიც მიიწვია.

 

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელიც 1997 წელს 1,20 დოლარი ღირდა, აუქციონზე უცნობმა კოლექციონერმა 34,5 ათას დოლარად შეიძინა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი