logo_geo
კვლევა: 2019 წლის ივლისი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში სავარაუდოდ ყველაზე ცხელი თვე იყო
- +

3 აგვისტო. 2019. 01:04

 

 

ამინდის მონაცემების წინასწარი ანალიზის შედეგად, მიმდინარე წლის ივლისი ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ სააგენტო „Copernicus Climate Change Service“-ის თანამშრომლები იუწყებიან. მათ ანგარიშს BBC აქვეყნებს.

 

მეცნიერების თქმით, ეს დედამიწაზე უპრეცედენტო დათბობის მორიგი მტკიცებულებაა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის თითოეული თვე სხვა წლებთან შედარებით უფრო ცხელი იყო. მათი მტკიცებით, სანამ მსოფლიო მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს, ტემპერატურის მატება გაგრძელდება.

 

ოფიციალურად ყველაზე ცხელ თვედ ისტორიაში 2016 წლის ივლისი ითვლება. სტატიის თანახმად, წლევანდელი მაჩვენებელი ძველ ციფრებზე ოდნავ მაღალია. თუმცა, სპეციალისტებმა მხოლოდ თვის პირველი 29 დღის მონაცემები გააანალიზეს, ამიტომ ახალი რეკორდი 5 აგვისტოს დადასტურდება, როცა მეცნიერები 30 და 31 ივლისის მონაცემებს დაამუშავებენ. ზუსტ ციფრებს სააგენტო უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი