ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის „Beatles“-ის ცნობილი ფოტო 50 წლისაა. 1969 წლის 8 აგვისტოს ის ფოტოგრაფმა იან მაკმილანმა გადაიღო.
ამ ფოტოზე ჯგუფის ოთხივე წევრი მაშინ არის გადაღებული, როდესაც ისინი ები-როუდის ქუჩაზე გზაჯვარედინზე გადადიოდნენ.
სწორედ ეს ფოტო გახდა ალბომის „Abbey Road“-ის გარეკანი.