logo_geo
ამერიკელმა მეცნიერებმა ყავის ახალი საფრთხე დაასახელეს
- +

10 აგვისტო. 2019. 01:35

 

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ყავის და კოფეინის შემცველი სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარება შესაძლოა მიგრენის იგივე შაკიკის მიზეზი გახდეს იმ ადამიანებში, რომლებიც თავის ძლიერი ტკივილებისკენ არიან მიდრეკილები. ამის შესახებ Live Science წერს.

 

კვლევაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც ეპიზოდური მიგრენის დიაგნოზი ჰქონდათ. კერძოდ, ისინი თავის ძლიერ ტკივილს თვეში სულ მცირე 2-ჯერ განიცდიდნენ, თუმცა 15-ზე მეტჯერ არა (ამ შემთხვევაშია მიგრენი ქრონიკულია).

 

მოხალისეებმა ონლაინ-გამოკითხვა გაიარეს, სადაც ისინი პასუხობდნენ კითხვებს იმ სასმელებზე, რომლებსაც იღებდნენ. მათ შორის იყო ყავა, ჩაი და ენერგეტიკული სასმელები.

 

როგორც აღმოჩნდა, არანაკლებ კოფეინის შემცველი 3 ჭიქა სასმელი იმავე ან შემდეგ დღეს მიგრენის განვითარების რისკს ზრდის. ამასთან, 1-2 ჭიქა თავის ტკივილს არ იწვევს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი