-
+
11 აგვისტო. 2019. 16:30
იმის დასადგენად, თუ რომელია მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანია, გამოცემა„ TheCEOmagazine Skytrax“-ის 2019 წლის კვლევას აქვეყნებს, სადაც საუკეთესო 10 კომპანიის რეიტინგია წარმოდგენილი.
- Singapore Airlines- რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. კომპანია მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის პირველი კლასის მომსახურებას სთავაზობს. მისი მთავარი უპირატესობები მაქსიმალურად დიდი სივრცე, კომფორტული სავარძლები და ცნობილი მზარეულების მიერ მომზადებული საკვებია.
- გერმანული კომპანია Lufthansa რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. ჯერ კიდევ თვითმფრინავში მოხვედრამდე მგზავრები აეროპორტში სპეციალურად დაქირავებული ლიმუზინით მიჰყავთ. აეროპორტში კი მათ პირადი ასისტენტი ხვდებათ, რომელიც მათ რეგისტრაციასა და თვითმფრინავამდე მისვლაში ეხმარება.
- მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანია Air France მგზავრებს მოგზაურობის ყველა ეტაპზე ეხმარება და მათ საკამოდ დიდ და კომფორტულ სავარძლებს სთავზობს. ფრენისას კი მგზავრებს პარიზის ცნობილი რესტორნების საკვებით უმასპინძლდებიან.
- Etihad Airways მგზავრებს სასტუმროების მსგავს მოსასვენებელ სივრცეს სთავაზობს, რათა მგზავრობა მათთვის მაქსიმალურად კომფორტული აღმოჩნდეს.
- მე-5 ადგილს Qatar Airways იკავებს, რომელიც უკვე მე-5-დ დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიდ. Qatar Airways მგზავრებს მოსახერხებელ საწოლებსა და უგემრიელეს საკვებს სთავაზობს.
- Emirates მგზავრებს პირად პირველი კლასის ოთახებს სთავაზობს, სადაც მგზავრებს შხაპის მიღებაც კი შეუძლიათ.
7 ANA All Nippon Airways მგზავრებს კომფორტულ პირად სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ მოსახერხებელი სავარძელი და დიდი ტელევიზორი ელოდებათ.
- შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss International Air Lines თითოეულ მგზავრს Zimmerli-ის ფირმის პიჟამასა და La Prairie-ს პროდუქციას სთავაზობს. ამასთანავე მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც აქვთ.
- Qantas Airways მგზავრებს გაფრენამდე რელაქსაციასა და ცნობილი ავსტრალიელი მზარეულის ნეილ პერის მიერ მომზდებულ საკვებს სთავაზობს.
- მე-10 ადგილზე კი Oman Air გავიდა. ავიაკომპანიის თითოეულ თვითმფრინავში მხოლოდ 6 პირველი კლასის კაბინაა. კომპანია ყველანაირად ცდილობს მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.