logo_geo
რომელია მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანია
- +

11 აგვისტო. 2019. 16:30

 

იმის დასადგენად, თუ რომელია მსოფლიოში საუკეთესო პირველი კლასის ავიაკომპანია, გამოცემა„ TheCEOmagazine Skytrax“-ის 2019 წლის კვლევას აქვეყნებს, სადაც საუკეთესო 10 კომპანიის რეიტინგია წარმოდგენილი.

 

  1. Singapore Airlines- რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. კომპანია მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის პირველი კლასის მომსახურებას სთავაზობს. მისი მთავარი უპირატესობები მაქსიმალურად დიდი სივრცე, კომფორტული სავარძლები და ცნობილი მზარეულების მიერ მომზადებული საკვებია.

 

  1. გერმანული კომპანია Lufthansa რეიტინგში მე-2 ადგილს იკავებს. ჯერ კიდევ თვითმფრინავში მოხვედრამდე მგზავრები აეროპორტში სპეციალურად დაქირავებული ლიმუზინით მიჰყავთ. აეროპორტში კი მათ პირადი ასისტენტი ხვდებათ, რომელიც მათ რეგისტრაციასა და თვითმფრინავამდე მისვლაში ეხმარება.

 

  1. მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანია Air France მგზავრებს მოგზაურობის ყველა ეტაპზე ეხმარება და მათ საკამოდ დიდ და კომფორტულ სავარძლებს სთავზობს. ფრენისას კი მგზავრებს პარიზის ცნობილი რესტორნების საკვებით უმასპინძლდებიან.

 

  1. Etihad Airways მგზავრებს სასტუმროების მსგავს მოსასვენებელ სივრცეს სთავაზობს, რათა მგზავრობა მათთვის მაქსიმალურად კომფორტული აღმოჩნდეს.

 

  1. მე-5 ადგილს Qatar Airways იკავებს, რომელიც უკვე მე-5-დ დასახელდა მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანიდ. Qatar Airways მგზავრებს მოსახერხებელ საწოლებსა და უგემრიელეს საკვებს სთავაზობს.

 

  1. Emirates მგზავრებს პირად პირველი კლასის ოთახებს სთავაზობს, სადაც მგზავრებს შხაპის მიღებაც კი შეუძლიათ.

 

7 ANA All Nippon Airways მგზავრებს კომფორტულ პირად სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ მოსახერხებელი სავარძელი და დიდი ტელევიზორი ელოდებათ.

 

  1. შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss International Air Lines თითოეულ მგზავრს Zimmerli-ის ფირმის პიჟამასა და La Prairie-ს პროდუქციას სთავაზობს. ამასთანავე მგზავრებს უფასო ინტერნეტით სარგებლობის საშუალებაც აქვთ.

 

  1. Qantas Airways მგზავრებს გაფრენამდე რელაქსაციასა და ცნობილი ავსტრალიელი მზარეულის ნეილ პერის მიერ მომზდებულ საკვებს სთავაზობს.

 

  1. მე-10 ადგილზე კი Oman Air გავიდა. ავიაკომპანიის თითოეულ თვითმფრინავში მხოლოდ 6 პირველი კლასის კაბინაა. კომპანია ყველანაირად ცდილობს მგზავრებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.

 

 

 

 

big_banner
არქივი