logo_geo
NASA: დედამიწას ასტეროიდი უახლოვდება
- +

12 აგვისტო. 2019. 23:01

 

 

დედამიწას ასტეროიდი 2019 OU1 უახლოვდება. „NASA“-ს ინფორმაციით, 160- მეტრიანი ასტეროიდი ჩვენს პლანეტას მაქსიმალურად 28 აგვისტოს მიუახლოვდება. მეცნიერების პროგნოზით, ასტეროიდი დედამიწას 1 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდება, რაც ვენერაზე 40-ჯერ ახლო მანძილია. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2019 წელს დედამიწაზე შესაძლოა საფეხბურთო მოედნის სიდიდის ასტეროიდი ჩამოვარდეს და ამის ალბათობა 7 ათასიდან ერთით ფასდებოდა. თითქოს ასტეროიდის, 2006 QV89 დედამიწასთან შეჯახება 9 სექტემბერს უნდა მოხდეს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ შედგენილი ციური ობიექტების ნუსხაში, ასტეროიდი 2006 QV89 მეოთხეა, რომელიც სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. თუმცა, მოდელირებამ უჩვენა, რომ დიდი ალბათობით ეს ასტეროიდი დედამიწას 6,7 მილიონი კილომეტრით აცდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი