სერიალი „გაქცევა“ როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თითქმის ყველა ოჯახში, საღამოს საათებში, ეს მძაფრსიუჟეტიანი სატელევიზიო შოუ იყო ჩართული.
29 აგვისტოს, სერიალის ტელე-ეკრანებზე გამოსვლიდან, ზუსტად 14 წელი შესრულდება.
გთავაზობთ, რამდენიმე საინტერესო და ბევრისთვის უცნობ ფაქტს სერიალი „გაქცევის“ შესახებ:
1 - ამ სერიალის ჩვენება 13 რეალურ ციხეში იყო აკრძალული, რადგან იგი საგანმანათლებლო პროგრამად მიიჩნეოდა.
2 - ყველას გვახსოვს მაიკლ სკოფილდის ტატუ, რომელიც მთელ სხეულზე ჰქონდა მოხატული. ასეთი სვირინგის რეალურად მოხატვას 4 წელი და დაახლოებით 20 000 დოლარი სჭირდება.
3 – ფილმის გადასაღებ მოედანზე კი ვენთვორთ მილერი 4.5 საათს ატარებდა საგრიმიოროში, რომ მის სხეულზე ნახატი დაეტანათ.
4 - ვენთვორთ მილერი მაიკლ სკოფილდის როლზე, სერიალის გადაღების დაწყებამდე, 1 კვირით ადრე დაამტკიცეს.
5 - სერიალის პირველ სეზონში Fox River-ის ციხის სცენები დახურულ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიღეს. შესაბამისად, ფილმში ნაცვენები ყველა საკანი, ეზო და სხვა დაწესებულებებიც, ნამდვილ ციხეს ეკუთვნის, რომელიც 2002 წლამდე ფუნქციონირებდა.
6 -თავდაპირველად, 2003 წელს, კომპანია Fox-მა სერიალის გადაღებაზე უარი თქვა, რადგან მიიჩნია, რომ ციხის ტერიტორიაზე გრძელვადიანი გადაღებები პრობლემური იქნებოდა.
7- სერიალის 17 ძირითადი პერსონაჟიდან, მხოლოდ ორი არ ყოფილა არასოდეს პატიმრობაში - ვერონიკა დონოვანი და სოფია ლუგო.
8 - სერიალი „გაქცევის“ თითქმის ზუსტი ანალოგი რუსებმაც გადაიღეს და Побег დაარქვეს. რუსული ვერსია ამერიკული სერიალის ეპიზოდებს ერთი ერთში იმეორებს.