logo_geo
რატომ არის ქათმის კვერცხის გულის შეფერილობები განსხვავებული და როდის არის ის არაჯანსაღი
- +

14 აგვისტო. 2019. 01:30

 

ქათმის კვერცხის გულის ფერთა გრადაცია ღია ყვითლიდან-მუქ ნარინჯისფრამდე იცვლება, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რას ჭამს ქათამი კვერცხის დადებამდე.

 

თუ ქათამი დიდი რაოდენობით ხორბლით იკვებება, კვერცხის გული ღია ყვითელია, ხოლო თუ კვება სიმინდითა და იონჯითაა დაბალანსებული – კვერცხის გული მუქი შეფერილობისაა. ეს განპირობებულია სიმინდსა და იონჯაში შემავალი მოყვითალო-მონარინჯისფრო პიგმენტ კაროტინით, რომელიც ცხოველთა ღვიძლში A ვიტამინად გარდაიქმნება.

 

აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი გავლენას არ ახდენს პროდუქტის კვებით მნიშვნელობასა და გემოვნურ თვისებებზე. კვერცხის გული შეიცავს: A, D, E და K ვიტამინებს, მიუხედავად მათი ფერისა.

 

როგორც ინტერნეტ გამოცემა „Tips and Tricks“ მეცნიერებზე დაყრდნობით წერს, ქათმის კვერცხის გულის შესახებ აქამდე განსხვავებული მოსაზრებები დიდი ხნის განმავლობაში იყო გავრცელებული, რომლის მიხედვითაც:

 

კვერცხის გულის, შედარებით, მუქი შეფერილობა, სიმტკიცე და სიმრგვალე ქათმის ბედნიერებაზე მეტყველებს, ანუ ქათამს ჰქონდა თავისუფლება, დიდი სივრცე გადასაადგილებლად, მრავალფეროვანი და კარგი საკვები.

 

რაც შეეხება კვერცხის ღია შეფერილობის გულს – ეს ქათმის “არაჯანსაღი ცხოვრების სტილზე” მიუთითებს.

 

 

 

big_banner
არქივი