logo_geo
კვლევა: ოფისში მუშაობა არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას
- +

15 აგვისტო. 2019. 00:21

 

მუშაობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მხოლოდ სამშენებლო ობიექტებზე არ არის. საოფისე პირობებში მუშაობა არანაკლებ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ამაზე მიუთითებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გაანალიზებული 240 კვლევის შედეგები, რომელიც ეხება შრომის გავლენებს ჯანმრთელობაზე. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „Die Zeit“ ავრცელებს.

 

კვლევების ანალიზის თანახმად, სამუშაო საათების რაოდენობის ზრდასთან ერთად, იზრდება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკი, ასევე ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა. ის, ვინც მეტხანს მუშაობს, ნაკლებად ჯანსაღი ცხოვრების წესი აქვს: ასეთი ადამიანები უფრო ხშირად ეწევიან, უფრო მეტ ალკოჰოლს სვამენ, ნაკლებს ჭამენ და ნაკლებად მოძრაობენ.

 

გარდა ამისა, ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ, ხშირად ცუდად სძინავთ, ძილის დარღვევა კი ზრდის ავარიების ალბათობას.

 

2015 წელს სამედიცინო ჟურნალ „The Lancet“-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მას ვინც დღიურად დადგენილ ნორმაზე (8 საათი) მეტს, კვირაში 55 საათს მუშაობს, ინფარქტისა და ინსულტის რისკი ეზრდება. ასევე შრომისმოყვარე ადამიანები შეცდომას უშვებენ, როდესაც იშვიათად იღებენ შვებულებას. ჰელსინკის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 1.2 ათასი ფინელი ბიზნესმენი მონაწილეობდა.

 

„გაირკვა, რომ მათ შორის ისინი, ვინც კარგად იკვებებოდნენ და მეტნაკლებად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მოსალოდნელზე ადრე გარდაიცვალნენ. მათ ყველას ერთი რამ აერთიანებდა: ისინი გაცილებით ნაკლებად ისვენებდნენ, ვიდრე დანარჩენები“, - წერია სტატიაში.

 

ადამიანები, რომლებიც დღიურად მჯდომარე მდგომარეობაში 11 საათზე მეტ ხანს ატარებენ, სიკვდილის რისკი 40%-ით ეზრდებათ, ვიდრე მათ ვინც დღის განმავლობაში 4 საათი ზის. ამაზე ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევა მიუთითებს.

 

 

 

big_banner
არქივი