logo_geo
9 პროდუქტი, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ
- +

17 აგვისტო. 2019. 02:10

 

 

„ვჭამდი ბავშვობაში, მაგრამ კი გავიზარდე ჯანმრთელი“, - ფიქრობს მშობლების უმეტესობა, მაგრამ ეს არ გამოდგება არგუმენტად. გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს წესები და აკრძალვები, რომლებიც განსაკუთრებით მრავლადაა 3 წლამდე და მათ შესახებ, მშობლებმა, როგორც წესი, არ იციან.

 

წარმოგიდგენთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ბავშვებს, მინიმუმ, 6 წლამდე არ უნდა მისცეთ.

 

მაშ ასე:

 

  1. 6 წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება ცხიმიანი და შემწვარი ხორცის მიღება, ასევე, ნახევარფაბრიკატები. ძეხვი, სოსისი და მარილიანი ხორცი. სრულიად საკმარისია მოუმზადოთ ფრინველის ხორცი ორთქლზე ან ღუმელში. თუკი კერძს ნაღებით ან ნატურალური, სახლში დამზადებული ტომატის სოუსით შეაზავებთ, ძალიან გემრიელი გამოგივათ. დაამატეთ მას ბოსტნეული, ოღონდ არა უმად.

 

  1. ნუ გადაამეტებთ მაღალი ცხიმის შემცველობის რძის პროდუქტებს, მოერიდეთ 3,6% და ზევით ცხიმიანობას. 2,5% ცხიმიანობა სრულიად საკმარისია. ზედმეტი ცხიმიანობა ჭარბ წონასა და კუჭის გაღიზიანებას იწვევს.

 

  1. ცხარე სანელებლები და შებოლილი პროდუქტები აუცილებლად უნდა აუკრძალოთ 6 წლამდე ბავშვებს, რადგან ისინი აღიზიანებს ახალგაზრდა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ კუჭს და იწვევს გულძმარვას, ტკივილსა და კიბოსაც კი.

 

  1. რაციონიდან გამორიცხეთ შაქრის შემცველი, გაზირებული სასმელები, ყავა და მსგავსი დასალევები. ხოლო წვენები, რძიანი კაკაო, ჩაი ან რძიანი კოქტეილები შეგიძლიათ შეიტანოთ რაციონში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეს სასმელები არ არის საჭმელზე მისაყოლებელი. ისინი ბავშვებს საუზმეზე, სამხარზე ან ვახშმად ცალკე უნდა მიართვათ. გამოიჩინეთ სიფრთხილე ყველაზე სასარგებლო ტკბილ სასმელებთანაც კი. გახსოვდეთ, რომ ზედმეტი კალორიები ისევე საზიანოა ბავშვის ორგანიზმისთვის, როგორც მოზრდილი ადამიანისთვის.

 

  1. სწრაფი კვება - ერთმნიშვნელოვნად უნდა აიკრძალოს! ამგვარი საკვების მავნებლობაზე ბევრს საუბრობენ, რადგან ბავშვის ორგანიზმი მგრძნობიარეა და თან ადვილად ეჩვევა ამგვარ საკვებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუკი სულ მალე ის სწრაფი კვების საჭმელებს ხშირად მოგთხოვთ. შედეგად კი თქვენს პატარას კუჭისა და ზედმეტი წონის პრობლემები შეექმნება.

 

  1. აუკრძალეთ ჩიფსები, „სუხარიკები“ და სხვადასხვა სნეკები - ეს არ არის საკვები, უბრალოდ, სასუსნავია, რომელიც კუჭის გაღიზიანების პოტენციური წყაროა და ბავშვებში ხშირად ალერგიულ რეაქციას იწვევს.

 

  1. უარი თქვით სანელებლებზე! ფიქრობთ, რომ მათი მიღებით ბავშვის ორგანიზმი არ დაზიანდება? გახსოვდეთ, რომ სანელებლები შეიცავს დიდი რაოდენობით გამაძლიერებლებს, რომლებიც ალერგიული რეაქციის წარმოქმნის რისკს ამაღლებს სხვადასხვა პროდუქტებზე.

 

  1. რაც შეეხება თაფლსა და თხილს - მათაც სიფრთხილით უნდა მიუდგეთ და თანდათანობით შეიტანოთ ბავშვის რაციონში, სასურველია 6 წლის შემდეგ, რათა შეამოწმოთ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია ამ პროდუქტებზე. რადგან, მაგალითად, თხილითა და ნუშით გამოწვეული ალერგია შესაძლოა, საშიში აღმოჩნდეს.

 

  1. ზღვის პროდუქტები - საკმაოდ სასარგებლო და აუცილებელია, მაგრამ მათშიც არსებობს ძლიერი ალერგენები, ამიტომ რაციონში სიფრთხილითა და თანდათანობით შეიტანეთ.

 

დაბოლოს, აუცილებლად აუხსენით თქვენს პატარას, რატომ არ უნდა ჭამოს ესა თუ ის პროდუქტი, რათა აკრძალვამ ინტერესი არ გაუძლიეროს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი