logo_geo
ვინ არის სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრი – რეიტინგის შედეგები
- +

18 აგვისტო. 2019. 11:03

 

 

„Daily Mail“-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პორტალ „YouGov“-ზე სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის გამოსავლენად გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა.

 

პირველი ადგილზე, გამოკითხულთა გადაწყვეტილებით, დედოფალი ელისაბედ მეორე 72%-ით გავიდა, მას მოჰყვებიან შვილიშვილები – პრინცი ჰარი 71%-ით და პრინცი უილიამი 69%-ით.

 

უილიამის მეუღლემ, ქეით მიდლტონმა 64%-ით მეოთხე პოზიცია დაიკავა და პრინც ჰარის მეექვსე ადგილზე გასულ მეუღლეს, მეგან მარკლს 15%-ით გაუსწრო.

 

გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა 9 ათასმა ბრიტანელმა მიიღო, გასული წლის ივნისის თვეში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში, 2019 წლის ივნისამდე მიმდინარეობდა.

 

 

 

big_banner
არქივი