logo_geo
დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა
- +

22 აგვისტო. 2019. 12:24

 

ჟურნალმა „ფორბსმა“ ბოლო 12 თვის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა.

 

გამოცემის გვერდზე გამოქვეყნებულ სიაში პირველ ადგილზე დუეინ ჯონსონი დასახელდა. ფილმების „ფორსაჟი: ჰობსი და შოუ“ და „ცათამბჯენი“, სერიალის „ფეხბურთელები“ და ბრენდ „Under Armour“-თან სარეკლამო კონტრაქტის წყალობით ჯონსონმა 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 ივლისამდე პერიოდში 89,4 მლნ დოლარი გამოიმუშავა. გასულ წელს მისმა შემოსავალმა 119 მლნ დოლარი შეადგინა, თუმცა, „ფორბსის“ რეიტინგში პირველ ადგილზე ჯორჯ კლუნი გავიდა, ტეკილას მწარმოებელი კომპანიის გაყიდვის წყალობით. წლევანდელ რეიტინგში კი ჯორჯ კლუნი საერთოდ ვერ მოხვდა.

მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ „შურისმაძიებლების“ ვარსკვლავები: კრის ჰემსვორტი (76,4 მლნ) და რობერტ დაუნი-უმცროსი (66 მლნ).

 

ათეულში ასევე არიან აკშაი კუმარი, ჯეკი ჩანი, ბრედლი კუპერი, ადამ სანდლერი, კრის ევანსი, პოლ რადი და უილ სმიტი.

 

23 აგვისტოს გამოქვეყნდება ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალთა რეიტინგი.

 

 

 

big_banner
არქივი