logo_geo
5 ათასწლეულის შემდეგ აღდგენილი ტრადიცია - ახალგაზრდა მეღვინემ მარტვილში ღომის ღომი მოიყვანა
- +

23 აგვისტო. 2019. 23:10

 

 

სანამ სიმინდი გავრცელდებოდა, საქართველოში მცენარე ღომისგან ამზადებდნენ ნამდვილ ღომის ღომს.

 

ღომი ცნობილი იყო 2700 წლის წინათ ჩვენს ერამდე. ნაყოფი - მარცვალაა, რომელიც ფეტვის მარცვლის მსგავსია, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა.

 

დღეს ამ ტრადიციას იშვიათად მიმართავენ. 30 წლის მევენახე-მეღვინემ ნიკა ფარცვანიამ მარტვილის რაიონ სოფელ თარგამულში საკუთარ მამულში, სადაც ასევე იშვიათი ენდემური ჯიშის ყურძენი მოჰყავს, საცდელ ნაკვეთზე მცენარე ღომის ღომი მოიყვანა.

 

 

„როგორც იცით, ეს იშვიათი ჯიშია მცენარის, დიდხანს ვეძებდი. შარშან გიგა ქორთუამ მომცა და საცდელად 30კვ.მ ფართობზე დავთესე და საკმაოდ კარგი მოსავალიც მივიღე. ეს ჯერ არავის მოჰყავს სამეგრელოში. სხვაგან თუ მოჰყავთ არ ვიცი... წელიწადში ორჯერ შეიძლება ამ მცენარის მოყვანა და რაც ყველაზე საინტერესოა, ტურისტების მოზიდვის მიზნით, მათ გავასინჯებ.

 

ტრადიციული ძველი მეთოდით მოვამზადებთ ღომს... და რაც ყველაზე მთავარია და გამოარჩევს ამ მცენარეს არის ის, რომ საუკუნე რომ შეინახო, მატლი არ გაუჩნდება. შეგიძლია ასევე წლების მერე დათესო და აღმოცენდეს,“- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნიკა ფარცვანიამ.

 

რაც შეეხება მის სერიოზულ გატაცებას მეღვინეობას, როგორც მან აღნიშნა სახლში აქვს ღვინის მარანი „თარგამეული“, სადაც ძველი კოლხური ვაზის ჯიშებისგან ღვინოს აყენებს და ბოთლებში ასხამს.

 

 

ვაწარმოებ ბოთლში ოჯალეშს და მაჭყვადინას, რომელიც გაყიდვაშია. ველოდები ჩეჭიფეშის, ეგუძგურის, კოლოშის, დუდგუშის ყურძნებს“, - ამბობს იგი.

 

ნიკას ამ საქმიანობაში ოჯახი უწყობს ხელს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი