ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს.
ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
1992
მაშინ ჯეი პირველად გამოჩნდა ეკრანზე, ერთ-ერთ ამერიკულ ტელეშოუში. იმ მომენტისთვის გოგონა მოცეკვავეთა ჯგუფის „Fly Girls“-ს წევრი იყო. ბავშვურად მრგვალ სახეს ჯეის აფროკულულები უმშვენებდა...
1996
თმის ნატურალურად მუქი ფერი ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მატებდა მსახიობს ასაკს. მაკიაჟი კი ცოტა უცნაური იყო: „გათეთრებული“ სახე, ატმისფერი ჩრდილები და ყავისფერ პომადა...
1997
1997 დასამახსოვრებელი წელი იყო მსახიობისთვის - ჯენიფერმა თავისი პირველი მთავარი როლი ითამაშა. ერთ-ერთ ცერემონიაზე ის სრულიად გასაოცარი სტილით გამოცხადდა. აქ თავმოყრილი იყო ყველაფერი „საინტერესო“ ჯენის შემოქმედებითი ცხოვრების პირველი წლებიდან: წვრილი კულულები, არასწორად შერჩეული ტონალური და მუქი ყავისფერი პომადა. მართალია ატმისფერი ჩრდილები და რუმიანა არაჩვეულებრივი არჩევანია, მაგრამ არა ასეთი ფერის სახისთვის.
1998
მოკლე თმა მარტივი ვარცხნილობით, ბუნებრივი მაკიაჟი, ცოტაოდენი ბრჭყვიალები - ჯეი ლო ირჩევს დელიკატურ და დახვეწილ იმიჯს და ის ნამდვილად უხდება მას!