logo_geo
კვლევა: ვინც ბევრ ემოჯის იყენებს, სექსიც ხშირად აქვს
- +

28 აგვისტო. 2019. 01:28

 

 

ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ სოციალურ ქსელში ემოჯები ადამიანებს ფლირტში ეხმარებათ. ილინოისის შტატში ლეიკ-ფორესტის უნივერსიტეტისა და ინდიანის შტატში კინსის სახელობის ინსტიტუის სპეციალისტების მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, ის ვინც საუბრის დროს ბევრ ემოჯის იყენებს, სექსიც უფრო ხშირად აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Stern-ი ავრცელებს.

 

კვლევის ფარგლებში 5.3 ათასი ამერიკელი გამოკითხეს, რათა გაერკვიათ არის თუ არა დაკავშირებული ემოჯების ხშირი გამოყენება რომანტიკული ურთიერთობებისა და სექსის შანსების ზრდასთან.

 

კვლევამ აჩვენა, რომ ემოჯებს შეუძლიათ გამოხატონ პოტენციური პარტნიორის მიმართ სიმპათიის მნიშვნელოვანი გრძნობა და ამასთან, გამოიწვიოს ინტიმური ურთიერთობა.

 

პარტნიორის არმქონე რესპონდენტების 30%-ის თქმით, ხშირად იყენებენ ემოჯებს იმ ადამიანებთან სასაუბროდ, რომლებთან პაემანსაც გეგმავენ. ის, ვინც პირველ შეხვედრამდე ხშირად იყენებს საუბრის დროს ემოჯებს, დიდი ალბათობით, შემდეგ პოტენციურ პარტნიორთან სექსუალურ კავშირში შედის და ურთიერთობას ამყარებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი