logo_geo
„Facebook“-მა 10 წლის განმავლობაში პირველად სლოგანი შეცვალა
- +

28 აგვისტო. 2019. 22:20

 

კომპანია „Facebook“-მა 10 წლის განმავლობაში პირველად სლოგანი შეცვალა. ამის შესახებ „Buisines Insider“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით სოციალური ქსელის საწყის გვერდზე არსებული სლოგანი „ეს უფასოა და ყოველთვის უფასო იქნება“ შეცვალა სიტყვებმა „ეს სწრაფი და მარტივია“.

 

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სლოგანი 7 აგვისტოს შეიცვალა, თუმცა მომხმარებლებმა ეს გვიან შეამჩნიეს.

 

სლოგანის ცვლილებამ გააჩინა ეჭვები იმის შესახებ, რომ შესაძლოა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელით სარგებლობა ფასიანი გახდეს.

 

 

 

big_banner
არქივი