logo_geo
მეცნიერები: ხორცის საკვებიდან გამორიცხვა ტვინის განვითარებას აფერხებს
- +

31 აგვისტო. 2019. 01:31

 

 

ბრიტანელი დიეტოლოგები აცხადებენ, რომ ვეგეტარიანული საკვების და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია მომავალი თაობების ინტელექტუალურ შესაძლებლობების დაქვეითების მიზეზი გახდება.

 

კვლევა გამოცემა BMJ Nutrition, Prevention & Health-ში გამოქვეყნდა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა ხოლინის შემცველობას ამცირებს. ეს ნივთიერება ტვინის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხოლინს ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ხორცი, კვერცხი, რძე და სხვა ცხოველური პროდუქტები. ასევე ამ ნივთიერებით მდიდარია თხილი. 

 

ასევე მეცნიერების განცხადებით, ხოლინი მნიშვნელოვანია ორსულებისთვის, რადგან ამ ნივთიერების ნაკლებობა ემბრიონის დეფექტების რისკს ზრდის.

 

ხოლინის გამომუშავება ღვიძლში ხდება და ის ადამიანის ორგანიზმისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ დეფიციტის შევსება საკვებიდან უნდა მოხდეს, - ამტკიცებენ მეცნიერები.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი