logo_geo
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებთან კამათს აზრი არ აქვს
- +

1 სექტემბერი. 2019. 14:16

 

 

„შვედმა მკვლევრებმა დაადგინეს, თუ რატომ არის ქალთან კამათი უაზრო. ისინი კაცებს ურჩევენ ამ პროცესს თავი აარიდონ, რადგან დამარცხდებიან“, - ამის შესახებ The Daily Mail  -ი წერს.

 

მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ქალებს უკეთ ახსოვთ სხვადასხვა დეტალი და კაცთან კამათისას შეუძლიათ წარმატებულად გამოიყენონ იგი. მაგალითად ცნობილი ფრაზები: „ვინ თქვა და რა“, „სად არის დაკარგული ნივთები“.

 

მეცნიერები აცხადებენ, რომ სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს იმას, რომ ქალთან კამათი უაზრობაა.

 

შვედი მეცნიერების კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქალები უკეთ იმახსოვრებენ სახეებს და სუნს.

 

ექსპერტების ჯგუფმა თავისი დასკვნები 617 კვლევაზე დააფუძნა, რომელიც 1973-2013  წლებში ჩატარდა. ექსპერიმენტში 1,2 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი