logo_geo
დათო ყიფიანის გზა ლეგენდობამდე...
- +

3 სექტემბერი. 2019. 13:29

 

 

 

 

Facebook-გვერდი „ქართული სპორტი“ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დედის ინიციატივით, პატარა დათო ერთხანს ქართულ ცეკვაზე დადიოდა, 7 წელი ფორტეპიანოს დაკვრას სწავლობდა, პარალელურად კი ინგლისურ ენას ეუფლებოდა. თუმცა, მის გულში განსაკუთრებული ადგილი ფეხბურთს ეჭირა. დედა ბურთაობას უკრძალავდა და სახლში დაბრუნებისას, სტადიონზე დასვრილ შარვალს საგულდაგულოდ წმენდდა ხოლმე. როცა ეზოში არ უშვებდნენ, მე-3 სართულის აივანზე ერთობოდა, ხოლო ბურთის ფუნქციას სხვადასხვა საგნები ითავსებდნენ. თბილისის „დინამოში“ პირველად მოხვედრილს, ერთ-ერთმა მწვრთნელმა ურჩია, რომ მისგან ფეხბურთელი არ დადგებოდა და სჯობდა - ვიოლინოზე დაეკრა. დათო ყიფიანის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა, იგი ფეხბურთს ნელ-ნელა შორდებოდა... თუმცა მალევე მიხვდა, რომ დანებება გამოსავალი ვერ იქნებოდა და თავდაუზოგავი ვარჯიში გააგრძელა. 1970 წელს, მისი პირველი მწვრთნელის, ფარვიზ ჭელიძის შუამდგომლობით, თბილისის „ლოკომოტივში“ მიიღეს, გუნდს ნოდარ ახალკაცი წვრთნიდა, მის რიგებში კი დათოს კერპი, მიხეილ მესხი ასპარეზობდა. ახალგაზრდა ყიფიანის თამაშმა მესხზე შთაბეჭდილება მოახდინა. მათ ერთად 1 სეზონის განმავლობაში ითამაშეს, რის შემდეგაც ნიჭიერი გამთამაშებელი კვლავ „დინამოში“ გამოიძახეს. დინამოელთა ძირითად გუნდში ყიფიანის დებიუტი 19 წლის ასაკში, ტაშკენტის „ფახთაქორთან“ მატჩისას შედგა, მან მეორე ტაიმში ლეგენდარული სლავა მეტრეველი შეცვალა. ყიფიანს „დინამოს“ შემადგენლობაში თავის დამკვიდრება აღარ გასჭირვებია და თანდათან გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. დათო ყიფიანის გზა ლეგენდობამდე“.

 

 

big_banner
არქივი