logo_geo
„Apple“ 2020 წლის გაზაფხულზე განახლებულ iPhone SE-ს გამოუშვებს
- +

4 სექტემბერი. 2019. 17:59

 

2020 წლის გაზაფხულზე „Apple“ ახალი, დაბალბიუჯეტური ტელეფონის გამოშვებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „Nikkei Asian Review“ ავრცელებს.

 

ახალი მოდელის ფასი და სახელწოდება ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ივარაუდება, რომ ეს iPhone SE-ის ხაზის გაგრძელება იქნება. ახალი მოდელის ეკრანი უფრო დიდი იქნება, ვიდრე სტანდარტულ iPhone SE-ს აქვს - 6.7 დუიმი, როგორიც iPhone 8-ს აქვს.

 

ამასთან, ახალი სმარტფონის ტექნიკური მახასიათებლებიც ისეთივე იქნება, როგორიც iPhone-ის იმ მოდელებს აქვს, რომლებიც კომპანიამ 2019 წლის სექტემბერში უნდა წარადგინოს. გამონაკლისი მხოლოდ დისპლეი იქნება - ძვირადღირებული OLED-ეკრანის ნაცვლად, მას შედარებით იაფიან ეკრანს დაუყენებენ.

 

პირველი iPhone SE 2016 წელს გამოვიდა და მისი ღირებულება 399 დოლარიდან იწყებოდა. მხოლოდ 2016 წელს „Apple“-მა 30 მილიონი ცალი iPhone SE გაყიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი