logo_geo
ცაცია ადამიანების გენებისა და ტვინის სტრუქტურის განსაკუთრებულობა აღმოაჩინეს
- +

9 სექტემბერი. 2019. 22:58

 

მეცნიერებმა ოქსფორდის უნივერსიტეტიდან კვლევის შედეგად ცაცია ადამიანების გენომების და ტვინის სტრუქტურის განსაკუთრებულობა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამეცნიერო ჟურნალ Brain-ში გამოქვეყნდა.

 

მკვლევრებმა შეისწავლეს 9 ათასი ბრიტანელის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის მონაცემები, ასევე 400 ათასი ადამიანის დნმ-ის ანალიზები, რომელთა შორისაც 38 ათასი ადამიანი ცაცია იყო.

 

გაირკვა, რომ ადამიანებს, რომლებიც  მარცხენა ხელით წერენ, ერთ-ერთი გენის თანმიმდევრობიდან გამომდინარე პარკინსონის დაავადების განვითარების შედარებით დაბალი რისკის ქვეშ არიან. თუმცა კიდევ ერთი თანმიმდევრობა ცაციებში შიზოფრენიის რისკს ზრდის.

 

სერიოზული ფსიქიკური დაავადების საშიშროებაზე მეტყველებს კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც ცაციებს აქვთ და ეს განსხვავება ტვინის სტრუქტურაში გამოვლინდა. კერძოდ, ცაცია ადამიანის ტვინში მეტყველებასთან დაკავშირებული ცენტრები ისეა მოწყობილი, როგორც შიზოფრენიით დაავადებული და სმენით ჰალუცინაციების მქონე ადამიანის ტვინში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი