logo_geo
ვეგეტარიანელებთან ინსულტის განვითარების რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს
- +

10 სექტემბერი. 2019. 21:30

 

ვეგეტარიანელებთან და ვეგანებთან ინსულტის განვითარების რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მათთან, ვინც ხორცს ჭამს, - წერს Time.

 

თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხორცის მჭამელებთან შედარებით ვეგეტარიანელებთან  გულის შეტევის რისკი აშკარად მცირეა.

 

„შესაბამისად, რადგან ინსულტი ისედაც უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე - გულის დაავადებები, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ვეგეტარიანელობა არასასურველია“, - აცხადებენ სპეციალისტები.

 

რაც შეეხება ინსულტის გაზრდილ რისკს, ის სწორედ ქოლესტერინის დაბალ დონეს უკავშირდება, რომელიც უხორცო მენიუსთვისაა დამახასიათებელი.

 

„ქოლესტერინის დაბალი დონე გულის დაავადების რისკს ამცირებს, თუმცა ინსულტის რისკს ზრდის“, - აცხადებენ მკვლევარები.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი