ვეგეტარიანელებთან და ვეგანებთან ინსულტის განვითარების რისკი შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მათთან, ვინც ხორცს ჭამს, - წერს Time.
თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ხორცის მჭამელებთან შედარებით ვეგეტარიანელებთან გულის შეტევის რისკი აშკარად მცირეა.
„შესაბამისად, რადგან ინსულტი ისედაც უფრო იშვიათად ემართებათ, ვიდრე - გულის დაავადებები, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ვეგეტარიანელობა არასასურველია“, - აცხადებენ სპეციალისტები.
რაც შეეხება ინსულტის გაზრდილ რისკს, ის სწორედ ქოლესტერინის დაბალ დონეს უკავშირდება, რომელიც უხორცო მენიუსთვისაა დამახასიათებელი.
„ქოლესტერინის დაბალი დონე გულის დაავადების რისკს ამცირებს, თუმცა ინსულტის რისკს ზრდის“, - აცხადებენ მკვლევარები.