მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხენი პოლონეთში ცხოვრობს. ამის შესახებ „NDTV“ წერს. აპალუზას სახეობის ცხენი, სახელად „ბომბელი“, სიმაღლით 56,7 სანტიმეტრს არ აღემატება.
ფერმერებმა პატრიკ და კატარჯინა ზელინსკებმა ის 2014 წელს შეიძინეს.
ცოლ-ქმარი ზელინსკები ამბობენ, რომ კვიცი ჩვეულებრივი სიმაღლის იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ზრდა შეწყვიტა.