logo_geo
ტიტანის უცნაური, პატარა ტბები აფეთქებათა შედეგად არის წარმოქმნილი - ახალი კვლევა
- +

11 სექტემბერი. 2019. 23:16

 

ნასას კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ რადარული მონაცემების გამოყენებით, ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი სცენარი, რომელიც კარგად ხსნის, თუ რატომ არის სატურნის მთვარე ტიტანის მეთანის ტბები გარშემორტყმული ასობით მეტრის სიმაღლის ფრიალო რკალებით. ახალი მოდელების მიხედვით, ტიტანის ქერქში აუზები გამთბარი აზოტის აფეთქებებმა წარმოქმნა.

 

ტიტანი ერთადერთი პლანეტური სხეულია მზის სისტემაში დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც სტაბილური სითხეა. თუმცა, დედამიწისგან განსხვავებით, ტიტანის ტბებს მეთანისა და ეთანის წვიმა ავსებს; ეს ნახშირწყალბადები ჩვენთან აირის სახით არის, მაგრამ ტიტანის ცივ კლიმატში ისინი სითხის ფორმით არის წარმოდგენილი.

 

ტიტანის ტბების წარმოშობის შესახებ ამჟამად არსებულ მოდელთა უმეტესობა მიუთითებს, რომ მეთანი შლის მთვარის ყინულისა და ორგანული ნაერთების ქანებს და წარმოქმნის რეზერვუარებს, რომლებიც სითხით ივსება. ასეთი შეიძლება იყოს იმ ტიპის ტბების წარმოშობის სცენარი, რომლებსაც მკაფიო საზღვრები აქვთ. დედამიწაზე ასეთ წყალსატევებს, ანუ რომლებიც კირქვის დაშლის შედეგად გაჩნდნენ, კარსტულ ტბებს უწოდებენ.

 

პატარა, მხოლოდ ათობით კილომეტრის სიგრძის ტბებისათვის შემუშავებული ალტერნატიული მოდელი ამ თეორიას თავდაყირა აყენებს. ახალი მოდელის მიხედვით, ტიტანის ქერქში არსებული თხევადი აზოტის ჯიბეები გათბა, გადაიქცა ფეთქებად აირად, რამაც აფეთქების შედეგად წარმოქმნა კრატერები, რომლებიც შემდეგ თხევადი მეთანით გაივსო. ახალი თეორია ხსნის, რატომ უჩანს ტიტანის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული ზოგიერთ პატარა ტბას რადარულ ფოტოებზე გარშემო ფრიალო რკალები, რომლებიც ზღვის დონეზე მაღლაა აწეული; ასეთი რკალების ახსნა კარსტული მოდელით საკმაოდ რთულია.

 

რადარული მონაცემები სატურნის სისტემის მისიაში მყოფმა ხომალდმა „კასინიმ“ ტიტანთან უკანასკნელი გადაფრენისას, 2 წლის წინ შეაგროვა, როცა იგი სატურნის ატმოსფეროში სამუდამოდ ჩაშვებისთვის ემზადებოდა. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ჯუზეპე მიტრის ხელმძღვანელობით დარწმუნებულია, რომ კარსტული მოდელი არ შეესაბამება იმას, რასაც ახალ ფოტოებზე ხედავენ.

 

მიტრის თქმით, ეს რკალები მაღლაა ამოზიდული, კარსტული პროცესი კი საპირისპირო მიმართულებით მუშაობს. ვერ მოიძებნა ახსნა, რომელიც კარსტული ტბის აუზს მოერგებოდა. რეალობაში მორფოლოგია უფრო შესაბამისი აღმოჩნდა აფთქების კრატერთან, როდესაც რკალი წარმოიქმნება კრატერის წიაღიდან ამოტყორცნილი მასალებისგან. ეს კი სრულიად განსხვავებული პროცესია.

 

გასული ნახევარი ან ერთი მილიარდი წლის განმავლობაში, ტიტანის ატმოსფეროში მეთანი სათბურის გაზის სახით მოქმედებდა — მთვარეს შედარებით სითბოს უნარჩუნებდა, თუმცა, დედამიწასთან შედარებით, იქ მაინც წარმოუდგენლად ცივა. მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ ტიტანზე ერთმანეთს ენაცვლება გაციებისა და დათბობის ეპოქები, რადგან ატმოსფეროს მეთანს აცლის მზით მართული ქიმიური პროცესები, მაგრამ შემდეგ, ეს აირი ხელახლა კვლავ გროვდება.

 

კასინის მისიის მეცნიერის, კვლევის თანაავტორის, ჯონათან ლუნინის განცხადებით, ცივ პერიოდებში ატმოსფეროში აზოტი დომინირებს, ზედაპირზე წვიმის სახით მოდის, ჩადის ყინულოვან ქერქში და ზედაპირქვეშ ტბორების სახით გროვდება.

 

ლუნინის თქმით, ფრიალო ნაპირებისა და ამოზიდული რკალების მქონე ეს ტბები უნდა წარმოადგენდეს ტიტანის ისტორიის იმ პერიოდების ნიშნებს, როდესაც ზედაპირზე და ქერქში წარმოდგენილია თხევადი აზოტი. ლოკალიზებული გათბობაც კი საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რათა თხევადი აზოტი აორთქლდეს, სწრაფად გაფართოვდეს და კრატერიდან ამოინთხეს.

 

კასინის პროექტის მეცნიერის, ლინდა სპილკერის განცხადებით, ეს გახლავთ პატარა ტბებს გარშემორტყმული ფრიალო რკალების წარმოშობის სრულიად ახლებური ახსნა; ეს საკითხი აქამდე უდიდეს გამოცანას წარმოადგენდა.

 

„კასინის“ მიერ შეგროვებული მონაცემთა საგანძურის გადასინჯვისას, მეცნიერები ტიტანის არაერთ საიდუმლოს ხდიან ფარდას. ლინდა სპილკერი დარწმუნებულია,

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი