logo_geo
კვლევა: თუ კომუნიკაცია არ მოგწონთ და მარტო ყოფნა გაბედნიერებთ, გენიოსი ხართ
- +

17 სექტემბერი. 2019. 20:29

 

 

დედამიწაზე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს და ყველა მათგანი აბსოლუტურად უნიკალური და განსხვავებულია, განსხვავებული პიროვნული მახასიათებლებით გამოირჩევიან. ამჯერად ვისაუბროთ ადამიანებზე, რომლებსაც არ უყვართ სოციუმთან ურთიერთობა და მარტო ყოფნა ურჩევნიათ.

 

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ როცა ადამიანს სოციალური ურთიერთობები არ სურს, ის უცნაურია და მასში არის რაღაც, რაც ეჭვს ბადებს, ეჭვს იმისას, რომ საზოგადოებისგან რაღაცას მალავს, საიდუმლოებითაა მოცული.

 

ასეთ ადამიანებს არ მოსწონთ ხმაურიან ქალაქში ცხოვრება და უფრო მეტიც, ზოგჯერ შეიძლება კარიც კი არ გაგიღონ.

 

ყოველივეს გამო მსგავსი მახასიათებლების მქონე ადამიანების ოჯახის წევრები ღელავენ და დაჟინებით მოითხოვენ მათგან ამგვარი ქმედების ახსნას.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ არ მოგწონთ ადამიანებთან კომუნიკაცია, გაურბიხართ საზოგადოებას, გინდათ, რომ უფრო მეტი დრო გაატაროთ საკუთარ თავთან მარტო, არ უნდა იღელვოთ ამის გამო და შეგიძლიათ ოჯახის წევრებიც დაამშვიდოთ, რადგანაც ახალი კვლევის თანახმად, თქვენ გენიოსი ხართ.

 

NჩBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამორჩეულად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებს არ მოსწონთ მათ გარშემო ხალხმრავლობა და ურჩევნიათ მარტოობა. საინტერესო ის არის, რომ მარტო ცხოვრება, კარჩაკეტილობა მათ ბედნიერებას ანიჭებთ.

 

თუ მათ არ მისცემთ მარტო ყოფნის საშუალებას, შესაძლოა დეპრესიაში ჩავარდნენ, ყველაზე მხიარულები და ბედნიერები მარტო ყოფნის დროს არიან, როცა აქვთ შესაძლებლობა გააკეთონ ის, რაც სურთ, იფიქრონ უფრო მეტი, დაკავდნენ საყვარელი აქტივობით სხვების კომპანიონობის გარეშე.

 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ განსაკუთრებით არ ხიბლავთ მათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა და ახალი მეგობრების შეძენა.

 

კვლევის მიხედვით ამ ადამიანებს წარმატების მისაღწევად არ სჭირდებათ სოციუმთან კავშირი. ისინი უბრალოდ გენიოსები არიან და შეუძლიათ წარმატებას მარტომ, სხვებთან კავშირის გარეშე მიაღწიონ. მარტო ყოფნის დროს ისინი უფრო მეტად კონცენტრირებულები არიან თავიანთ მიზნებზე და უფრო მკაფიოდ ხედავენ იმას, თუ რა სურთ და რისი გაკეთება შეუძლიათ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი