logo_geo
მეცნიერებმა რამდენიმე პაციენტში ალცჰაიმერის დაავადება უკუაქციეს - შედეგები იმედისმომცემია
- +

23 სექტემბერი. 2019. 22:00

 

 

ალცჰაიმერის კონტროლსა და მკურნალობას მსოფლიო გამალებული ცდილობს. კვლევის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მიმართულებაა ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენება მეხსიერების დაკარგვის უკუქცევისთვის. ახლახან, ერთ-ერთმა პატარა კვლევამ, რომელმაც ეს მიდგომა გამოიყენა, საკმაოდ იმედისმომცემი შედეგები დადო.

 

კვლევა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჩართული იყო მხოლოდ რვა ადამიანი, შესაბამისად, რაიმეს გადაჭრით თქმა ჯერ ადრეა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ შვიდ პაციენტში მკვლევრებმა შენიშნეს გაზრდილი შემეცნებითი მოქმედება.

 

ამ შემთვევაში, ყველა პაციენტს აღენიშნებოდა ალცჰაიმერის დაავადების მსუბუქი ფორმა. კვლევის დროს, მათ თავზე ჩამოაცვეს ე. წ. MemorEM ქუდები, რომლებიც სპეციალური გამომსხივებლებით თავის ქალის მასშტაბით გამოყოფს ელექტრომაგნიტური ტალღების ჩვეულებრივ დინებას. მკურნალობა გამოიყენებოდა დღეში ორჯერ, ერთი საათის განმავლობაში და რაც მთავარია, საკმაოდ ადვილი ჩასატარებელია სახლის პირობებშიც.

 

MemorEM-ის მოწყობილობები შექმნილია კომპანია NeuroEM Therapeutics-ის მიერ; აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ახალი კვლევის ორი ავტორი ამ კომპანიის დამფუძნებელია და შესაბამისად, არსებობს კომერციული ინტერესიც.

 

 

მიუხედავად ამისა, მათმა კვლევამ აჩვენა შედეგები, რომლებიც ნამდვილად ღირს შემდგომი კვლევებისთვის.

 

კომპანია NeuroEM Therapeutics-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბიოლოგ გრეი არდენაშის განცხადებით, ორთვიან კვლევას კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა და დასრულების შემდეგ, არც ერთ პაციენტს აღარ სურდა თავზე ჩამოსაცმელი მოწყობილობები დაებრუნებინა სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტისთვის.

 

როგორც არენდაში აღნიშნავს, ერთმა პაციენტმა ისიც კი განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება.

 

კვლევა ეფუძნება ამავე ჯგუფის მიერ წარსულში თაგვებზე ჩატარებულ ცდებს, რომლებმაც აჩვენა, რომ თავის ქალაში ელექტრომაგნიტური ტალღების გავლით მკურნალობა (TEMT) მათ მეხსიერების დაკარგვისგან იცავდა და უფრო მეტიც, ხანდაზმულ მღრღნელებში ამ პროცესს უკუაქცევდა.

 

არსებობს მტკიცებულებები, რომ მკურნალობის TEMT მეთოდს შეუძლია დაშალოს ტოქსიკური ბეტა-ამილოიდები და ტაუ-ცილები, რომლებიც ფართოდ არის დაკავშირებული ალცჰაიმერთან. როგორც ჩანს, ელექტრომაგნიტური ტალღები ახდენს წყალბადის იმ სუსტი ბმების დესტაბილიზაციას, რომლებსაც ეს ნივთიერებები უჭირავს.

 

მეცნიერთა აზრით, ეს ცილები ახდენს თავის ტვინის ბლოკირებას, ახრჩობენ და ანგრევენ ნეირონებს, რომლებზეც დამოკიდებულია მეხსიერების შენარჩუნება, გარდაქმნის აზრებს ლაპარაკად.

 

ცოტა ხნის წინ დემენციის გასაზომად შემოღებული ტესტების გამოყენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ელექტრომაგნიტური ტალღების გამოყენებას დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს. ამ ტესტებს ADAS-Cog-ს უწოდებენ და ალცჰაიმერის არმქომე პაციენტთათვის მისი საშუალო მაჩვენებელი იზომება ხუთით, დაავადებულისთვის კი საშუალოდ 31-ით. კვლევის მონაწილე რვა პაციენტიდან შვიდის საშუალო მაჩვენებელი ოთხ ქულაზე მეტით გაუმჯობესდა.

 

სწორედ ოთხი ქულით იკლებს შემეცნების უნარი ალცჰაიმერით დაავადებულ პაციენტში ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ორი თვის განმავლობაში მკურნალობის შედეგად, მეცნიერებმა უკან დააბრუნეს ამ დაავდების მიერ ერთი წლის განმავლობაში დაზიანებული შემეცნების უნარი.

 

ამ სახის მკურნალობის უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია მიზანში ამოიღოს ტოქსიკური ცილები პირდაპირ და ეფექტიანად. ეს კი სწორედ ისაა, რის წინაშეც თანამედროვე მედიკამენტები უძლურია ჰეტამო-ენცეფალური ბარიერის გამო, რომელიც ჩვენს თავის ტვინს უცხო სხეულებისაგან იცავს.

 

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მასში მონაწილე რვა პაციენტს TEMT მკურნალობის შემდეგ არ აღენიშნა გვერდითი ეფექტები ან ტვინის დაზიანების რაიმე ნიშანი.

 

შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო დიდი ცდა ალცჰაიმერით დაავადებული უფრო მეტი მონაწილეთი. წლის ბოლოსთვის NeuroEM Therapeutics-ი 150 პაციენტის მკურნალობას გეგმავს. თუკი აღმოჩნდა, რომ უსაფრთხო და ეფექტიანია, შემდეგი ნაბიჯი უკვე მწვანე შუქი იქნება მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან.

 

ალცჰაიმერის დაავადების მქონე ადამიანებში მეხსიერების შესუსტების შეჩერებას ან უკუქცევას მეცნიერები ათწლეულებია ცდილობენ, მაგრამ ამაოდ. შესაბამისად, აღნიშნულ კვლევას ამ სფეროში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

 

 

big_banner
არქივი