logo_geo
კულა გლდანელის სახელი ისტორიაში შევიდა არა როგორც მხოლოდ სახელოვანი ფალავანი, არამედ როგორც დიდი ქველმოქმედი...
- +

28 სექტემბერი. 2019. 00:29

 

 

კულა გლდანელის სახელი ისტორიაში შევიდა არა როგორც მხოლოდ სახელოვანი ფალავანი, არამედ როგორც დიდი ქველმოქმედი. პეტერბურგში სასწავლებლად წასვლაში ვაჟა-ფშაველას ლეგენდარული კულა გლდანელი დაეხმარა.

 

ცნობილ ფალავანს გლდანში ჰქონია დუქანი და საქონლის ბაკები. სოფლიდან ჩამოსული ხალხი, რომლებსაც შაბათ-კვირას ბაზარში საქონელი უნდა გაეყიდათ, კულა გლდანელთან ჩერდებოდა, ისიც ჩამოსულებს ხელს უმართავდა.

 

ერთხელაც ჩარგლიდან ჩამოსულ ფშაველებს ლუკა რაზიკაშვილიც ახლდათ, ღამე კულას დუქანში გაუთევიათ. მაშინ გაიგო კულა გლდანელმა, რომ ლუკას პეტერბურგში სწავლა უნდოდა და დახმარება აღუთქვა.

 

თიანეთში მეგობრებთან ერთად გამართა ასპარეზობა და რაც ფული შეუვიდა, სულ ლუკას მისცა პეტერბურგში წასასვლელად.

 

1883 წლის აგვისტოში 22 წლის ლუკა რაზიკაშვილი ლეგენდარული ფალავნის - კულა გლდანელის დახმარებით სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა და უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

 

შორენა პაპაშვილი

 

 

big_banner
არქივი