logo_geo
„შაჰ-აბასმა წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა... იგი დაბრმავდა და ჩაძინებულს ხილვა ჰქონდა...“
- +

4 ოქტომბერი. 2019. 00:15

 

 

Facebook-მომხმარებელი თინათინ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„შაჰ-აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა. მეორე დღესვე შეუდგნენ მისი ჯარისკაცები ტაძრის დაშლას, გუმბათიდან კრამიტები გადმოყარეს. შაჰმა თვალისჩინის თანდათანობით დაკარგვა იგრძნო და მთლად დაბრმავდა. აქამდე მას თვალი არასოდეს სტკიებია და ახლა დამწუხრებულს ჩაეძინა. უეცრად შეშინებულს გამოეღვიძა და არ იცოდა, როგორ აეხსნა ეს ხილვა - გოლიათი ვიხილე, რომელიც მახვილით ჩემს განგმირვას ცდილობდაო. შაჰის წინაშე მოკრძალებით წარდგა ერთაწმინდელი, გიორგი სააკაძის ამალის წევრი და სიზმარი აუხსნა: თვალისჩინი მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეაწყვეტინებ, ვინაიდან ეგ ტაძარი წმინდა ევსტატესია და იგი გახლდათ ის გოლიათი, რომელიც გესიზმრათო. შაჰი ასეც მოიქცა. თვალისჩინი დაუბრუნდა, მერე კი იმ ქართველს შეჰყვა ტაძარში, სადაც მას წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენეს. შეძრწუნდა შაჰი, სწორედ ეგ მემუქრებოდაო. წმინდა ევსტატეს ტაძარს მან თვალმარგალიტით მოოჭვილი ხმალი შესწირა“, - წერს მჭედლიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი