logo_geo
სმარტფონს თვალის ანარეკლით პაროლის ამოცნობა შეუძლია
- +

26 თებერვალი. 2017. 00:33




ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა Telekom Innovation Laboratories-ს მეცნიერებთან ერთად, დაადგინეს, რომ თანამედროვე სმარტფონს ადვილად შეუძლია, ეკრანზე თვალის ანარეკლის მიხედვით (როგორც სათვალით, ისე მათ გარეშე) ამოიკითხოს მომხმარებლის მიერ დისპლეიზე აკრეფილი ნებისმიერი სირთულის პაროლი.


ტელეფონი მის შიგნით ჩამონტაჟებული კამერის საშუალებით ადევნებს თვალს ეკრანზე არსებულ გამოსახულებას.


გერმანელმა მეცნიერებმა ცდების ჩასატარებლად შეარჩიეს 13 მეგაპიქსელიანი Oppo N1, მბრუნავი კამერით.


სპეციალური დანართის საშუალებით, ტელეფონის კამერასთან წვდომა შეძლეს და მომხმარებლის თვალის ანაბეჭდი დააფიქსირეს, საიდანაც ეკრანის გამოსახულება მიიღეს.


სათვალეს შემთხვევაში, ყველაფერი უფრო მარტივადაა, რადგან გამოსახულება გაცილებით ხარისხიანი გამოდის.


აღსანიშნავია, რომ სმარტფონის საშუალებით, შესაძლებელია მომხმარებლის თითის ანაბეჭდების გადაღება. ამისთვის საჭიროა ძირითად კამერასთან მიერთება, რომელსაც უფრო ხარისხიანი ფოტოს გადაღება შეუძლია.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი