პროფესიონალმა ფოტოგრაფმა ჯოზეფ ფორდმა, ამ კრეატიული ფოტოსერიის შექმნას 5 წელი მოანდომა. "შენიღბული სვიტერების" მოქსოვაში მას ნინა დოდი დაეხმარა.
პროექტის იდეა გაჩნდა მაშინ, როცა ერთ დღეს ფოტოგრაფს ნინამ, მის მიერ მოქსოვილი სვიტერი აჩვენა, რომელიც ქალაქ ბრაიტონის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული სკამების ჩიხოლის უზორს იმეორებდა.
"ეს მეტად კარგი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ ხელიდან გამეშვა იგი, ამიტომ მოვნახეთ მიმზიდველი მოდელი და გადავიღეთ ის ავტობუსში. შედეგით იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ მეტი იდეა გამიჩნდა შენიღბული სვიტერებისთვის და სერიაც განვითარდა", - ამბობს ფოტოგრაფი.
თითოეული სურათის დაგეგმვას, რამდენიმე დღე ან კვირა უნდებოდა. ნინა კი ქსოვას კვირეებს, ზოგჯერ თვეებს ანდომებდა. იყო შემთხვევები, როცა მოქსოვილი ჯემპრი გარემოს ფერებს აღარ ემთხვეოდა და ყველაფრის თავიდან გაკეთება უწევდათ.