logo_geo
რამდენს ხარჯავს ამერიკის კინოაკადემია „ოსკარის“ შოუს შექმნაზე
- +

27 თებერვალი. 2017. 01:16



უკვე ვიცით, რომ ჯიმი კიმელს „ოსკარის" შოუს წაყვანაში $15 000 დოლარს გადაუხდიან, რაც საკმაოდ პატარა თანხაა თუ მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ელენ დეჯენერესის ჰონორარს $1 მილიონს გავითვალისწინებთ.


ახლა დროა გავიგოთ, რა ჯდება კინემატოგრაფის ყველაზე დიდებული ღამე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონ მაყურებელს იზიდავს.


როგორც გაირკვა, საერთო ჯამში „ოსკარის" ღირებულება $55 მილიონია. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ შოუს ღირებულება არ არის, ამ თანხაში შედის წინა საოსკარე კამპანიაც, რომლის ხარჯებიც $5-8 მილიონამდე მერყეობს.


ამ ფასში შედის სპეციალური პიარ კონსულტანტების დაქირავების ხარჯე, რომელთა ხელფასიც $10-15 ათასია, რეკლამები და პრომოები, რომელშიც $1.5 მილიონი იხარჯენა, უცხოელი სტუმრებისა და მსახიობების მიწვევა სხვადასხვა ივენთებზე დასასწრებად, რაც კინოაკადემიას $900 ათასი უჯდება და ფილმების ჩვენება - $160 ათასი.


უშუალოდ შოუს შექმნა $44 მილიონი დოლარია ჯდება.


ამ ღირებულებაში შედის ნომინანტების ლანჩი - $500 ათასი, ოსკარის ღამის შემდგომი წვეულება რომელშიც $2 მილიონამდე იხარჯება, საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონია და შემგომი საღამო - $865 ათასი, ლაივ შოუ ოსკარის ღამეს $22 მილიონი ან მეტი. ასევე შოუს პროდიუსერების მაიკლ დე ლუკასა და ჯენიფერ ტოდის ჰონორარი, თოთოეულს $100 ათასი.


„ოსკარის" ქანდაკებები, თითოეულის მათგანის შექმნა $900 ჯდება .


დაცვის დაქირავება - $250 ათასი


წითელი ხალიჩა - $25 ათასი


დამხმარეების კვება $40 ათასი


სპეცეფექტები $3 მილიონი და ა.შ


როგორც ხედავთ, ამერიკის კინოაკადემიას ნამდვილად არ ენანება თანხა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენისათვის, ასე რომ ისღა დაგვრჩენია დღეს ღამის ორი საათიდან თვალი ვადევნოთ ტელეკომპანია GDS, სადაც „ოსკარის" რიგით 89-ე ცერემონია პირდაპირ ეთერში გავა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი