logo_geo
თბილისის საუკეთესო სასტუმროდ აღიარებული „ლონდონი“ - შენობის ისტორია
- +

31 ოქტომბერი. 2019. 16:08

 

სკუდიერის „მშრალ ხიდთან“ მდებარე სასტუმრო „ლონდონი“ ძმები ზუბალაშვილების დაფინანსებით აშენდა. „ლონდონი“, ნომრების რაოდენობის გამო, პატარა სასტუმროდ ითვლებოდა (1890-იან წლებში 28 ნომერი და 1910-იან წლებში – 30 ნომერი), თუმცა მაინც ქალაქის საუკეთესო სასტუმროდ იყო აღიარებული. უცხოელი მოგზაურების უმეტესობა თავის არჩევანს სწორედ „ლონდონზე“ აკეთებდა. ამ სასტუმროში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ: რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი, პოეტი ტერენტი გრანელი; „ლონდონის“ რესტორნის ხშირი სტუმარი იყო ილია ჭავჭავაძე. გარდა ამისა, „ლონდონი“ იყო თბილისის ერთ-ერთი პირველი შენობა, სადაც გაიყვანეს ელექტროენერგია.

 

პირველი მსოფლიო ომის დროს ზუბალაშვილებმა სასტუმროს შენობა ლაზარეთს დაუთმეს, ხოლო ომის დასრულების შემდეგ სასტუმრო აღარ აღადგინეს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მერე „ლონდონი“ გლეხთა ცენტრალურ სახლად გადაკეთდა, მოგვიანებით იქ მილიციის სამმართველო იყო გახსნილი, სარდაფში კი საკნები იყო მოწყობილი. 1960-იანი წლებიდან ის საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. არსებობს არაოფიციალური ვერსია, რომ საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებში „ლონდონში“ ბორდელი იყო გახსნილი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალები ნომრებში ემსახურებოდნენ კლიენტებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი