logo_geo
ნივთიერება, რომელიც პირდაპირ იწვევს კიბოს – შოკისმომგვრელი სიმართლე, თუ რისგან კეთდება ჩიფსი
- +

1 მარტი. 2017. 00:45



დიდ ბრიტანეთში, ერთ-ერთმა ცნობილმა ჩიფსების მწარმოებელმა კომპანიამ გადასახდებისგან თავის არიდების მიზნით განაცხადა, რომ მათი ჩიფსების შემადგენლობაში კარტოფილის შემცველობა იმდენად დაბალია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ეს სულაც არაა კარტოფილის ჩიფსი. აღნიშნული განცხადება ჩიფსების მწარმოებლებისთვის უცხო ნამდვილად არაა. თუმცა, გარდა იმისა, რომ კარტოფილის ნაცვლად გაურკვეველი ნედლეულით წარმოებულ ჩიფსს ვიღებთ, საგანგაშოა მავნე ნივთიერებების შემცველობაც.


იმისათვის, რომ უკეთ წარმოიდგინოთ, რას ვჭამთ, მოკლედ გიამბობთ ჩიფსის წარმოების თავისებურებაზე.


თავდაპირველად ქარხანაში ამზადებენ ბრინჯის, ხორბლის, სიმინდის და კარტოფილის ფანტელების ხსნარს, მათ სპეციალურ ფორმებში პრესავენ, შემდეგ კი დანადგარის საშუალებით ჭრიან ძალიან თხელ ნაჭრებად და აძლევენ მოღუნულ ფორმას.


ამ ფორმებს  მდუღარე ზეთში, ძალიან მაღალ ტემპერატურაზე ათავსებენ, შემდეგ აშრობენ და აპკურებენ არომატიზატორებს. საბოლოოდ ყველაფერი დაფასოებით სრულდება, ჩიფსებს სპეციალურ ქილებში ათავსებენ და გასაყიდად გზავნიან.


ყველაზე საშიშ კომპონენტს ჩიფსებს პირდაპირ სულაც არ უმატებენ, ეს უბრალოდ მსგავსი გადამუშავების პროცესის შედეგად წარმოიქმნება.


აკრილამიდი - ნივთიერება, რომელიც პირდაპირ იწვევს კიბოს. მას შეიცავს ნახშირწყლებიანი პროდუქტები, რომლებიც მაღალ ტემპერატურაზე მზადდება. ცნობილია, რომ ის აზიანებს ნერვულ სისტემას და, ონკოლოგების მონაცემებით, გენეტიკური მუტაციებისა და მუცლის ღრუში სხვადასხვა სიმსივნის მიზეზი ხდება.


ჩიფსების კეთების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ისინი ისეთი რაოდენობის აკრილამიდს შეიცავენ, რომ 2005 წელს კალიფორნიის შტატში მისი აკრძალვაც კი სურდათ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ჩიფსების მწარმოებლებმა პირობა დადეს, შეამცირებდნენ ამ მავნე ნივთიერების შემცველობას, თუმცა მსგავსი პირობები პირველად არ ისმის მათი მხრიდან.


კალიფორნიის სპეციალისტების ახალმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ჩიფსების მწარმოებლები აკრილამიდის შემცველობას 39-დან 910-მდე აჭარბებენ დადგენილ ნორმას.


თუ თქვენს გსურთ, იყოთ დარწმუნებულნი, რომ ნორმალურ პროდუქტს მოიხმართ, მას ან უმად უნდა მიირთმევდეთ, ან მინიმალურ ტემპერატურაზე დამუშავებულს. ეცადეთ, თქვენი კვების რაციონიდან ამოიღოთ ჩიფსები და მსგავსი პროდუქტები, მათ ნაცვლად კი მიიღეთ ხილი და ბოსტნეული. დაეხმარეთ თქვენს ორგანიზმს და თავიდან აიცილეთ უამრავი დაავადება.


წყარო http://funny.ge

 

 

 

big_banner
არქივი